ერგონომიკის შესავალი

ერგონომიკის შესავალი

ერგონომიკის შესავალი

ტრენინგი „ერგონომიკის შესავალი (Introduction to Ergonomics)“ მონაწილეებს აცნობს სამუშაო პროცესის, სამუშაო ადგილისა და თანამშრომლის შესაძლებლობების ერთმანეთთან შესაბამისობის ძირითად პრინციპებს. არასწორ პოზაში მუშაობამ, ზედმეტმა ფიზიკურმა ძალისხმევამ და სამუშაოს არასათანადო ორგანიზებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, დისკომფორტი და კუნთ-სახსროვანი სისტემის დარღვევები (MSDs).

კურსი მოიცავს ერგონომიული რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებას, სამუშაო პოზიციებისა და სამუშაო ადგილის ძირითადი დიზაინის პრინციპებს და რისკების აღმოფხვრის ან შემცირების კონტროლის სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საფრთხეების კონტროლის იერარქიას (Hierarchy of Controls) და მის გამოყენებას ერგონომიული რისკების მართვისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.


პროგრამის კომპონენტები

1. ერგონომიკის საფუძვლები და კუნთ-სახსროვანი სისტემის დარღვევები

  • ერგონომიკის ცნება და მისი მნიშვნელობა შრომის უსაფრთხოებაში;
  • ერგონომიკის ძირითადი პრინციპები;
  • კუნთ-სახსროვანი სისტემის დარღვევები (MSDs);
  • სამუშაოსთან დაკავშირებული კუნთ-სახსროვანი დაზიანებების გამომწვევი ფაქტორები.

 

2. ერგონომიული რისკ-ფაქტორები

  • ერგონომიული რისკ-ფაქტორების სამი ძირითადი კატეგორია;
  • თანამშრომელთან დაკავშირებული ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
  • სამუშაო ამოცანებთან დაკავშირებული ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
  • სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
  • არასათანადო და იძულებითი სამუშაო პოზები;
  • ზედმეტი ფიზიკური ძალისხმევა;
  • განმეორებადი მოძრაობები;
  • ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა;
  • სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებული ერგონომიული რისკები.

 

3. სამუშაო ადგილის ერგონომიული დიზაინი და რისკების შეფასება

  • სამუშაო ადგილის ძირითადი ერგონომიული დიზაინის პრინციპები;
  • სამუშაო სივრცის გაუმჯობესების შესაძლებლობები;
  • ერგონომიული საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება.

 

4. ერგონომიული რისკების კონტროლი და გაუმჯობესების სტრატეგიები

  • ერგონომიული რისკების აღმოფხვრისა და შემცირების სტრატეგიები;
  • Hierarchy of Controls-ის გამოყენება ერგონომიული საფრთხეების კონტროლისთვის;
  • სამუშაო პროცესისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების პრაქტიკული მიდგომები.

ვისთვის არის ტრენინგი?

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;
✅ საწარმოო და საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელებისთვის;
✅ სამუშაო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ სამუშაო ადგილის დიზაინსა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის;
✅ საწარმოო, საცალო და მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის;
✅ ერგონომიული რისკების შეფასებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.