ენერგიის კონტროლის პროგრამა

ენერგიის კონტროლის პროგრამა

ენერგიის კონტროლის პროგრამა

ტრენინგი „ენერგიის კონტროლის პროგრამა (Lockout/Tagout – LOTO)“ მონაწილეებს აცნობს მოწყობილობებისა და დანადგარების მომსახურებისა და ტექნიკური სამუშაოების დროს საშიში ენერგიის მოულოდნელი ჩართვის, გათავისუფლების ან ამოქმედებისგან თანამშრომელთა დაცვის ძირითად პრინციპებს.

კურსი მოიცავს ენერგიის კონტროლის პროგრამის (ECP) შემუშავებისა და განხორციელების მოთხოვნებს, წერილობითი Lockout/Tagout პროცედურების, პასუხისმგებლობებისა და ავტორიზაციის საკითხებს, თანამშრომელთა ტრენინგს, ენერგიის საიზოლაციო მოწყობილობებისა და LOTO-ის შესაბამისი საშუალებების გამოყენებას. ასევე განხილულია ენერგიის კონტროლის მოწყობილობების გამოყენება, სისტემის შემოწმება, Lockout/Tagout-იდან უსაფრთხო გათავისუფლება, ჯგუფური LOTO და ცვლის ცვლილების დროს ენერგიის კონტროლის უწყვეტობის უზრუნველყოფა.


პროგრამის კომპონენტები

1. ენერგიის კონტროლის პროგრამის საფუძვლები

  • ენერგიის კონტროლის პროგრამის (Energy Control Program – ECP) ცნება და მიზანი;
  • Lockout/Tagout (LOTO) პროგრამის მნიშვნელობა;
  • საშიში ენერგიის ტიპები და მასთან დაკავშირებული რისკები;
  • ენერგიის კონტროლის პროგრამის ძირითადი ელემენტები;
  • წერილობითი Lockout/Tagout პროცედურის მიზანი და მოქმედების სფერო.

 

2. პასუხისმგებლობები, ავტორიზაცია და პროგრამის მართვა

  • უფლებამოსილი პირების (Authorized Employees) პასუხისმგებლობები;
  • ზემოქმედების ქვეშ მყოფი თანამშრომლების (Affected Employees) პასუხისმგებლობები;
  • სხვა თანამშრომლების (Other Employees) როლები და მოთხოვნები;
  • LOTO პროცედურებზე უფლებამოსილება და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა ტრენინგისა და კომპეტენციის მოთხოვნები;
  • ენერგიის კონტროლის პროგრამის პერიოდული ინსპექტირება და შეფასება.

 

3. Lockout/Tagout პროცედურები და ენერგიის იზოლაცია

  • LOTO-ის საკეტების, ნიშნების, ტეგებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენება;
  • ენერგიის იზოლაციის საშუალებები და შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები;
  • ენერგიის კონტროლის მოწყობილობების გამოყენების ძირითადი ეტაპები;
  • ენერგიის წყაროების იდენტიფიცირება;
  • მოწყობილობის გამორთვა და ენერგიის იზოლაცია;
  • ნარჩენი ან დაგროვილი ენერგიის გათავისუფლება;
  • ენერგიის იზოლაციის ეფექტურობის შემოწმება;
  • Lockout/Tagout-იდან უსაფრთხო გათავისუფლების პროცედურა;
  • მოწყობილობის ექსპლუატაციაში უსაფრთხოდ დაბრუნება.

 

4. ჯგუფური LOTO და ენერგიის კონტროლის უწყვეტობა

  • ჯგუფური Lockout/Tagout-ის პროცესი;
  • ჯგუფური LOTO-ს დროს პასუხისმგებლობების განაწილება;
  • ცვლის ცვლილების დროს ენერგიის კონტროლის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • LOTO პროცედურების კონტროლი, შეფასება და გაუმჯობესება.

ვისთვის არის ტრენინგი?

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;
✅ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის თანამშრომლებისთვის;
✅ მექანიკოსებისა და ელექტრიკოსებისთვის;
✅ დანადგარებისა და მანქანა-მექანიზმების მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ Authorized Employees-ისთვის;
✅ Affected Employees-ისთვის;
✅ მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;
✅ ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელებისთვის;
✅ Lockout/Tagout პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.