საჩივრები და აპელაციები
საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა დაგანხილვის წესი
COS-ის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს საჩივრებისა და აპელაციების მიუკერძოებელ, სამართლიან და კონფიდენციალურ განხილვას.
საჩივრის ან აპელაციის წარდგენა არ გამოიწვევს განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციულ, შეზღუდვით ან უარყოფით მოპყრობას. განხილვაში არ მონაწილეობს პირი, რომელიც დაკავშირებულია საჩივრის საგანთან ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებასთან ან რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი.
რა არის აპელაცია?
აპელაცია არის სერტიფიცირების მსურველი პირის, კანდიდატის ან სერტიფიცირებული პირის მოთხოვნა, რომ სერტიფიკაციის ორგანომ თავიდან განიხილოს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
აპელაცია შეიძლება ეხებოდეს:
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს;
გამოცდაზე დაშვებაზე უარს;
დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნას;
თეორიული ტესტირების შედეგს;
პრაქტიკული გამოცდის შედეგს;
სერტიფიკატის გაცემაზე უარს;
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებას;
სერტიფიკატის გაუქმებას;
რესერტიფიკაციაზე უარს;
სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს პირის სერტიფიცირების სტატუსზე.
რა არის საჩივარი?
საჩივარი შეიძლება წარადგინოს კანდიდატმა, სერტიფიცირებულმა პირმა, დამკვეთმა ორგანიზაციამ, დამსაქმებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ.
საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგამოცდო პროცესს ან გარემოს, ტექნიკურ შეფერხებას, პერსონალის ქცევას, მომსახურებას ან კომუნიკაციას, სერტიფიკატის/ლოგოს გამოყენებას ან სერტიფიცირებული პირის საქმიანობას.
როგორ წარვადგინო?
აპელაციისთვის გამოიყენეთ: COS-PC-F-32 — აპელაციის განცხადების ფორმა
საჩივრისთვის გამოიყენეთ: COS-PC-F-33 — საჩივრის განცხადების ფორმა
განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით, ელექტრონული ფოსტით ან სერტიფიკაციის ორგანოს სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხით.
ვადები
შემთხვევა | ტიპი | წარდგენის ვადა |
კანდიდატის სტატუსზე ან გამოცდაზე დაშვებაზე უარი; დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნა | აპელაცია | 2 სამუშაო დღე |
თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის შედეგი | აპელაცია | 3 სამუშაო დღე |
საგამოცდო პროცესი, გარემო, ტექნიკური შეფერხება, პერსონალის ქცევა | საჩივარი | 3 სამუშაო დღე |
სერტიფიკატის გაცემაზე უარი, შეჩერება, გაუქმება, რესერტიფიკაციაზე უარი | აპელაცია | 3 სამუშაო დღე |
სხვა ზოგადი საჩივარი | საჩივარი | გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე |
დადასტურება განმცხადებელს ეგზავნება შესაძლებლობის შემთხვევაში 24 საათში, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
განხილვის/გადაწყვეტილების ვადაა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა რეგისტრაციიდან. რთული საქმის შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს, რის შესახებაც განმცხადებელი წერილობით ინფორმირდება.
როგორ ხდება განხილვა?
საჩივრის ან აპელაციის განხილვისთვის საჭიროების შემთხვევაში იქმნება 3–5 წევრისგან შემდგარი დამოუკიდებელი კომისია.
განხილვაში არ მონაწილეობს პირი, რომელიც:
მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში;
მონაწილეობდა კანდიდატის შეფასებაში ან გამოცდაში;
შეიმუშავა გასაჩივრებული ტესტური ან პრაქტიკული დავალება/კრიტერიუმი;
არის საჩივრის ობიექტი;
ან გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი.
განხილვის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება განმცხადებელს ეცნობება წერილობით.
ელფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.cos.com.ge