რატომ ხდება ფსიქოსოციალური გარემო 2026 წლის მთავარი აქტივი

რატომ ხდება ფსიქოსოციალური გარემო 2026 წლის მთავარი აქტივი
  • 2026-04-24 11:56

რატომ ხდება ფსიქოსოციალური გარემო 2026 წლის მთავარი აქცენტი

ფსიქოსოციალური ეკოსისტემა: ბიზნესის მდგრადობის ახალი ფორმულა

დღეს ორგანიზაციის წარმატება აღარ იზომება მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურით. Gallup-ის 2026 წლის გლობალური კვლევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ბიზნესის მდგრადობის ფუნდამენტი კვლავ მენეჯერებსა და გუნდს შორის არსებული ემოციური ინტეგრაციაა.

„უხილავი ფაქტორები“, რომლებიც ბიზნესის ბედს წყვეტს

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ კომპანიის წარმატება იმ უხილავ კავშირებზეა დამოკიდებული, რაც თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის არსებობს:

ართულობის კრიზისი: გლობალურად თანამშრომელთა ჩართულობა 20%-მდე შემცირდა. ეს „უხილავი“ გაუცხოება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 10 ტრილიონ დოლარს აკარგვინებს, რაც გლობალური ეკონომიკის 9%-ს შეადგენს.

მენეჯერის სტრატეგიული როლი: მართვის ხარისხი 30%-ით განსაზღვრავს ტექნოლოგიური ინვესტიციების (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის) ეფექტურობას. ფსიქოსოციალურად უსაფრთხო გარემოს გარეშე, ინოვაციების დანერგვა პროდუქტიულობის გარანტი ვერ ხდება.

ლიდერობის „ემოციური ბალანსი“: კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი პასუხისმგებლობის გამო, ლიდერები რიგით თანამშრომლებზე მეტად დგანან ემოციური გადაწვის საფრთხის წინაშე. ისინი 7%ით მეტ ყოველდღიურ სტრესს და 10%ით მეტ სოციალურ დისტანციას (იზოლაციას) განიცდიან. თუმცა, არსებობს ოქროს შუალედი: როდესაც მენეჯერი თავად ხდება გუნდის ჩართულობისა და კეთილდღეობის გარანტი, მისი პირადი სტრესი საგრძნობლად იკლებს , ხოლო ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი მკვეთრად — 14 %ით იზრდება.

რატომ COS? ჩვენი ფოკუსი “უხილავ რისკებზე”

კოსში,უსაფრთხოებას აღვიქვამთ როგორც ორგანიზაციის ყოველდღიური კულტურის ნაწილად.

  • კოსი ჯერ კიდევ 2025 წლიდან აქტიურად ნერგავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO-ს SOLVE პროგრამას პარტნიორ ორგანიზაციებში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ რისკების აღმოფხვრაზე, არამედ იმ მყარი „კეთილდღეობის ეკოსისტემის“ შექმნაზე, სადაც სტრესი მართვადია, ხოლო ადამიანი დაფასებული.

28 აპრილ სამუშაოუსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისდაცვის მსოფლიო დღეა

შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ დაცულ სამუშაო ადგილს, არამედ დაცულ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც აქვს რესურსი იყოს კრეატიული, ეფექტური და ბედნიერი თავის საქმეში.

ჩვენ გეხმარებით გააძლიეროთ ფსიქოსოციალური ეკოსისტემა თქვენს ორგანიზაციაში, რათა უსაფრთხოება იგრძნობოდეს ყოველ გადაწყვეტილებაში, ყოველ დიალოგსა და ყოველ წარმატებაში.