სამუშაო გარემო ფაქტორების გაზომვა
შექმენით დაცული სამუშაო პირობები დასაქმებულთათვის
COS გთავაზობთ სამუშაო გარემოს ფაქტორების შესწავლას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ.
რას ვიკვლევთ?
შევაფასებთ ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს, ზედაპირების ტემპერატურას და სითბური გამოსხივების ინტენსივობას, რათა უზრუნველვყოთ კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
დავადგენთ ხმაურის დონეს, რათა შევამციროთ სმენის დაზიანებისა და სტრესის რისკები.
შევაფასებთ განათების ხარისხსა და ინტენსივობას, რაც მნიშვნელოვანია დასაქმებულთა და სხვა პირების ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის.
განვსაზღვრავთ მტვრის კონცენტრაციასა და მის ზეგავლენას დასაქმებულებზე.
დავადგენთ ვიბრაციის დონეს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე.
გამოვიკვლევთ ტოქსიკური ნივთიერებების არსებობასა და მათ პოტენციურ გავლენას ჯანმრთელობაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს სამუშაო ადგილის ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო პროცესებსა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე.
კვლევა მოიცავს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების პროფესიონალურ გაზომვას უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე, დაკალიბრებული ხელსაწყოების გამოყენებით.
მოვამზადებთ დოკუმენტაციასა და რეკომენდაციებს
კვლევების საფუძველზე, მოვამზადებთ შეფასების დეტალურ ოქმს, სადაც აღწერილი იქნება შედეგები და პრაქტიკული რეკომენდაციები სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად.