უსაფრთხოების ტრენინგები VR ტექნოლოგიით

უსაფრთხოების ტრენინგები VR ტექნოლოგიით

ინოვაცია შრომის უსაფრთხოებაში  - EHS VR სერვისი COS-ისგან!

რა არის EHS VR?

EHS VR არის პოლონური ინოვაციური კომპანია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს შრომის უსაფრთხოების (EHS) სფეროში ვირტუალური რეალობის (VR) სიმულაციური სისტემებისა და სასწავლო მოდულების შექმნაში. მათი ტექნოლოგიები სწავლების პროცესს ხდის მაქსიმალურად რეალისტურს, უსაფრთხოსა და ეფექტიანს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, კოსმა მოიპოვა EHS VR-ის სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის, დისტრიბუციის სერვისისა და ლიცენზირების ექსკლუზიური უფლება:

  • საქართველო
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი

 

ამიერიდან, რეგიონის კომპანიებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, პირდაპირ COS-ისგან მიიღონ EHS VR-ის ოფიციალური ლიცენზიები, ქართულ და ინგლისურ ენებზე ადაპტირებული პროგრამები და უახლესი ევროპული სტანდარტის ვირტუალური ტრენინგები.

ჩვენ გთავაზობთ ქართული ბაზრის მოთხოვნებსა და თანამედროვე სტანდარტებზე სრულად ადაპტირებულ გადაწყვეტილებას.

EHS VR-ის უნიკალური მახასიათებლები

  • სრულად ლოკალიზებული გარემო: ყველა ტრენინგი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
  • ხელოვნური ინტელექტი (AI): რეალისტური ინტერვიუები AI-სთან პირველადი დახმარების სიმულაციების დროს.
  • ავტომატური სერტიფიცირება: სისტემა ავტომატურად გასცემს სერტიფიკატებს კომპანიის ბეჭდითა და ხელმოწერით.
  • Real-Time Casting: ტრენერი რეალურ დროში ხედავს სტუდენტის ხედს ეკრანზე (მობილური/პლანშეტი/კომპიუტერი).
  • Meta Quest 3 ტექნოლოგია: Hand Tracking (მართვა ჯოისტიკების გარეშე), 110° ხედვის არეალი და მაღალი გარჩევადობა მაქსიმალური რეალიზმისთვის.
  • ტრენინგ-მოდულების კატალოგი

 

კატეგორია

მოდულები და შინაარსი

სპეციალიზებული ინდუსტრია

LOTO (ენერგიის ჩაკეტვა), სიმაღლეზე მუშაობა (PPE ინსპექტირება, ანკერული წერტილები, ევაკუაცია), ჩაკეტილი სივრცეები და ქიმიური დაღვრის მართვა.

ლოგისტიკა & წარმოება

5S მეთოდოლოგია, ტვირთის უსაფრთხო გადატანა, ამწე-დამტვირთველის (Forklift) ინსპექცია და მართვა, მემანქანის სიგნალები (Rigger/Signalman).

პირველადი დახმარება (First Aid)

BLS & AED ქარხანასა და საჯარო სივრცეში, ჭრილობის დამუშავება, SAMPLE AI ინტერვიუ და დამწვრობის მართვა.

სახანძრო უსაფრთხოება

ევაკუაცია (ოფისი, მატარებელი, სპეციალური ევაკუაცია სიმაღლიდან), ცეცხლმაქრები (PASS ტექნიკა), შიდა ჰიდრანტი და ნახშირჟანგის (CO) პრევენცია.

ოფისი & გარემო

ოფისის ერგონომიკა და ეკო-სროლა (ნარჩენების სეგრეგაციის გეიმიფიკაცია).

 

რატომ EHS VR?

  • 4x უფრო სწრაფი სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.
  • 275%-ით მეტი თავდაჯერებულობა პრაქტიკული უნარების გამოყენებისას.
  • 52%-ით შემცირებული ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ ნომერი