შრომითი უფლებების დაცვა
მთავარი › სერვისები › შრომითი უფლებების დაცვა
შრომითი უფლებების დაცვა

შრომითი უფლებების დაცვა

დაიცავით დასაქმებულთა უფლებები და შეამცირეთ სამართლებრივი რისკები

შრომითი ურთიერთობების მოუწესრიგებლობა იწვევს როგორც დასაქმებულთა უფლებების დარღვევას, ისე კომპანიისთვის სამართლებრივ რისკებს.

COS-ის გუნდი გეხმარებათ მოაწესრიგოთ შრომითი ურთიერთობები, დაიცვათ დასაქმებულთა უფლებები და შექმნათ სამართლებრივად დაცული სამუშაო გარემო.

1
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა

შრომითი ურთიერთობები და დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

2
სამართლებრივი რისკების შემცირება

დროულად გამოვლენილი და აღმოფხვრილი შეუსაბამობები ამცირებს სამართლებრივი დავებისა და სანქციების რისკს.

3
დაცული სამუშაო გარემო

კომპანია იღებს პროფესიულ მხარდაჭერას შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებში.

როგორ გეხმარებით

გთავაზობთ შრომითი უფლებების დაცვის სრულ სერვისს — აუდიტიდან და დოკუმენტაციის მოწესრიგებიდან დაწყებული, შრომის ინსპექციაში წარმომადგენლობითა და მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერით დასრულებული.

ნაბიჯი 01 ჩავატარებთ შრომის უფლებრივი მდგომარეობის აუდიტს ⌄
  • შევამოწმებთ შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და სამუშაო პრაქტიკის შესაბამისობას შრომის კოდექსთან და მოქმედ მოთხოვნებთან;
  • გამოვავლენთ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო საკითხებს;
  • შევიმუშავებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ნაბიჯი 02 მოვაწესრიგებთ შრომით დოკუმენტაციას ⌄
  • შევადგენთ ან განვაახლებთ შრომით ხელშეკრულებებს;
  • მოვამზადებთ მომსახურების ხელშეკრულებებსა და შინაგანაწესს;
  • მოვამზადებთ შრომითი უფლებების დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას;
  • დავეხმარებით კომპანიას დოკუმენტაციის სისტემატიზაციასა და განახლებაში.
ნაბიჯი 03 დავიცავთ კომპანიის ინტერესებს შრომის ინსპექციაში ⌄
  • შემოწმების ფარგლებში უზრუნველვყოფთ კომპანიის წარმომადგენლობას შრომის ინსპექციაში;
  • დაგეხმარებით ინსპექტორთან კომუნიკაციაში;
  • გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში დაგეხმარებით მათი დროულად აღმოფხვრის პროცესში;
  • მოგამზადებთ ინსპექტირების პროცესისთვის.
ნაბიჯი 04 ჩავატარებთ ტრენინგებს HR და მენეჯმენტის გუნდისთვის ⌄

უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ სწავლებას HR-ისა და მენეჯმენტის გუნდისთვის, რომელიც დაეხმარება მათ შრომითი ურთიერთობების სწორად მართვასა და რისკების პრევენციაში.

  • დასაქმებულის ძირითადი უფლებები და დამსაქმებლის ვალდებულებები;
  • სამუშაო დრო, დასვენება და შვებულება — სავალდებულო ნორმები;
  • შრომითი დავების პრევენცია;
  • ინსპექციის დროს მოქმედების წესი.
ნაბიჯი 05 უზრუნველვყოფთ მუდმივ სამართლებრივ მხარდაჭერას ⌄
  • გამოვყოფთ კვალიფიციურ შრომის სამართლის სპეციალისტს მიმდინარე კონსულტაციებისა და მხარდაჭერისთვის;
  • დაგეხმარებით შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ კომპანიის წარმომადგენლობას სამართლებრივ დავებში;
  • გაგიწევთ მუდმივ მხარდაჭერას შრომითი რისკების პრევენციისა და მართვის პროცესში.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ ნომერი