აუდიტი
აუდიტი

აუდიტი

შრომის უსაფრთხოების აუდიტი

COS-ის ერთჯერადი აუდიტი დაგეხმარებათ კომპანიაში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაში.

როგორ ვატარებთ აუდიტს

ნაბიჯი 01 შევამოწმებთ არსებულ სისტემას

შევაფასებთ სამუშაო პროცესებს, რათა გამოვავლინოთ შრომის უსაფრთხოების სისტემური ხარვეზები.

ნაბიჯი 02 შევაფასებთ დოკუმენტაციასა და პროცედურებს

შევამოწმებთ თქვენი კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკასა და სამუშაო პროცედურებს, მათი ეფექტიანობის დასადგენად.

ნაბიჯი 03 შევაფასებთ სამუშაო პირობებს

დავაკვირდებით დასაქმებულთა სამუშაო პირობებს და მათი ჩართულობით, დავადგენთ არსებულ გამოწვევებს.

ნაბიჯი 04 შევადარებთ სისტემას მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს

შევაფასებთ, რამდენად შეესაბამება კომპანიაში არსებული სისტემა შრომის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას.

ნაბიჯი 05 გაგაცნობთ აუდიტის შედეგებს

მოგაწვდით დეტალურ ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

აუდიტი დაგეხმარებათ სისტემა აქციოთ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.

ჩვენი აკრედიტებული სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან თქვენი კომპანიის უსაფრთხოების სისტემას და მოგაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს მის გასაუმჯობესებლად.

აუდიტი ტარდება შემდეგ მიმართულებებზე

შრომის უსაფრთხოების აუდიტი
სურსათის უვნებლობის აუდიტი
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების შეფასება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ ნომერი