სახანძრო უსაფრთხოება
მთავარი სერვისები სახანძრო უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

COS-ის პროფესიონალ ტექნიკოსთა გუნდი გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და მონიტორინგს.

როგორ გეხმარებით

ნაბიჯი 01 კონსულტაცია
  • შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო გადაწყვეტილებებს;
  • გაგაცნობთ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.
ნაბიჯი 02 პროექტირება
  • შევიმუშავებთ საევაკუაციო გეგმას;
  • ვუზრუნველყოფთ სქემებისა და დაგეგმარების სრულ შესაბამისობას ტექნიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებთან;
  • შევქმნით სახანძრო სისტემების დიზაინს, ობიექტის საჭიროებების მიხედვით;
  • ვუზრუნველყოფთ სისტემების რეგულარულ მონიტორინგს, დიაგნოსტიკასა და ოპტიმიზაციას.
ნაბიჯი 03 ხანძრის დეტექცია
  • ხანძრის დროული აღმოჩენის მიზნით, დავამონტაჟებთ სახანძრო სიგნალიზაციას;
  • გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოვახდენთ სისტემების პროგრამირებას და გავწერთ სხვადასხვა სცენარებს;
  • ვუზრუნველყოფთ ქსელის უწყვეტ და სტაბილურ მუშაობას.
ნაბიჯი 04 ხანძარქრობა
  • დავამონტაჟებთ ავტომატურ საშხაპე სისტემებს სენსორული ტექნოლოგიებით;
  • დავამონტაჟებთ აირით ქრობის სისტემებს უსაფრთხო აირის საშუალებით;
  • ვუზრუნველყოფთ განსხვავებული ტიპის ცეცხლმაქრებით მომარაგებას, ობიექტის საჭიროების მიხედვით.

სრული საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება

1

დავამონტაჟებთ სახანძრო ვენტილაციას კვამლისა და ცხელი ჰაერის ეფექტური ევაკუაციისთვის.

2

ვუზრუნველყოფთ უწყვეტ ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენების ინტეგრაციას.

3

დავნერგავთ HVAC სისტემებს, გათბობა/გაგრილებისა და ვენტილაციისთვის.

4

მოვაწესრიგებთ წყალმომარაგება/წყალარინების სისტემებს, წყლის მიწოდებისა და ხარჯვის მართვის მიზნით.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, ყველა ობიექტს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

COS-ის მომსახურება დაგეხმარებათ, თქვენი ობიექტი სრულად აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ ნომერი