პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა
მთავარი სერვისები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა

დაიცავით პერსონალური მონაცემები უსაფრთხო ბიზნესისთვის

2024 წლის 1 ივნისიდან კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ყველა კომპანიას, რომელიც იღებს, ინახავს ან ამუშავებს დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, ავალდებულებს მოიწვიოს მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ორგანიზაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაიცვან როგორც დასაქმებულთა, ისე მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რაც ხელს უწყობს ბიზნესის რეპუტაციის გაძლიერებას.

1
კანონთან შესაბამისობა

პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესები შესაბამისობაში მოდის მოქმედ მოთხოვნებთან.

2
მონაცემთა დაცვა

მცირდება მონაცემთა დაკარგვის, არასათანადო გამოყენებისა და დარღვევების რისკი.

3
სანდო რეპუტაცია

მონაცემთა დაცვის გამართული სისტემა ზრდის მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობას.

როგორ გეხმარებით

გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის დანერგვას, აუდიტს, თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიციური მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას.

ნაბიჯი 01 ჩავატარებთ მონაცემთა დაცვის აუდიტს
  • სამუშაო პროცესებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით შევამოწმებთ ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სისტემას;
  • შევაფასებთ პერსონალური მონაცემების მიღების, შენახვისა და დამუშავების პროცესებს;
  • გამოვავლენთ არსებულ ხარვეზებსა და შეუსაბამობებს;
  • შევიმუშავებთ ორგანიზაციის საქმიანობაზე მორგებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ნაბიჯი 02 დავნერგავთ პერსონალური მონაცემების მართვის სისტემას
  • შევიმუშავებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტურ წესებსა და პროცედურებს;
  • სისტემას მოვარგებთ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესებს;
  • უზრუნველვყოფთ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
  • მოვაწესრიგებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
ნაბიჯი 03 ჩავატარებთ ტრენინგებს გუნდის წევრებისთვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმებულებს ჩავუტარებთ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

  • საკანონმდებლო მოთხოვნები და რეგულაციები;
  • შეუსაბამობების აღმოჩენა და მართვა;
  • დოკუმენტაციის მართვა;
  • პერსონალური მონაცემების კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებისთვის საჭირო სხვა საკითხები.
ნაბიჯი 04 გამოვყოფთ კვალიფიციურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს
  • ვუზრუნველყოფთ კვალიფიციური სპეციალისტის მომსახურებას მუდმივი მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის;
  • ოფიცერი გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის ეფექტურად მუშაობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ოფიცერი იქნება ორგანიზაციის წარმომადგენელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სასამართლოში.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ ნომერი