დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენცია
დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენცია
შექმენით უსაფრთხო, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემო. დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენცია იცავს თანამშრომლების უფლებებს და ამცირებს კომპანიის სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი
შევიწროების პრევენციის მექანიზმის დანერგვა დამსაქმებლის ვალდებულებაა. მისი არარსებობა ზრდის კომპანიის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ართულებს შიდა პროცესებს და აზიანებს ორგანიზაციის სანდოობას.
როგორ გეხმარებით
რას მიიღებს თქვენი ბიზნესი
თანამშრომლებისთვის უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
მექანიზმი, რომელიც ეხმარება კომპანიას შეასრულოს დამსაქმებლის ვალდებულებები და შეამციროს სამართლებრივი რისკები.
პასუხისმგებლიანი მიდგომა აძლიერებს კომპანიის სანდოობას როგორც თანამშრომლებისთვის, ისე პარტნიორებისთვის.
რატომ COS
COS გეხმარებათ არა მხოლოდ საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, არამედ რეალურად მოქმედი სისტემის შექმნაში. ჩვენი მიდგომა მოიცავს რისკების შეფასებას, პრევენციის მექანიზმის შემუშავებას და როგორც მენეჯმენტის, ისე თანამშრომლების პრაქტიკულ გადამზადებას.
დაგვიკავშირდით და დანერგეთ დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი თქვენს კომპანიაში.