უსაფრთხოების ტრენინგები VR ტექნოლოგიით
EHS VR სერვისი COS-ისგან
EHS VR არის პოლონური ინოვაციური კომპანია და შრომის უსაფრთხოების სფეროში ვირტუალური რეალობის სიმულაციური სისტემებისა და სასწავლო მოდულების ერთ-ერთი წამყვანი შემქმნელი.
EHS VR-ის ტექნოლოგიები სწავლების პროცესს ხდის მაქსიმალურად რეალისტურს, უსაფრთხოსა და ეფექტიანს, რაც თანამშრომლებს პრაქტიკული უნარების უსაფრთხო გარემოში გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
ექსკლუზიური პარტნიორობა რეგიონში
პარტნიორობის ფარგლებში, COS-მა მოიპოვა EHS VR-ის სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის, დისტრიბუციის სერვისისა და ლიცენზირების ექსკლუზიური უფლება შემდეგ ქვეყნებში:
რეგიონის კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ COS-ისგან მიიღონ EHS VR-ის ოფიციალური ლიცენზიები, ქართულ და ინგლისურ ენებზე ადაპტირებული პროგრამები და უახლესი ევროპული სტანდარტის ვირტუალური ტრენინგები.
გთავაზობთ ქართული ბაზრის მოთხოვნებსა და თანამედროვე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე სრულად ადაპტირებულ გადაწყვეტილებას.
EHS VR-ის უნიკალური მახასიათებლები
ტრენინგ-მოდულების კატალოგი
LOTO — ენერგიის ჩაკეტვა, სიმაღლეზე მუშაობა, PPE-ის ინსპექტირება, ანკერული წერტილები, სიმაღლიდან ევაკუაცია, ჩაკეტილ სივრცეებში მუშაობა და ქიმიური დაღვრის მართვა.
5S მეთოდოლოგია, ტვირთის უსაფრთხო გადატანა, ამწე-დამტვირთველის ინსპექცია და მართვა, მემანქანისა და სიგნალის მიმცემის სამუშაო ნიშნები — Rigger/Signalman.
BLS და AED ქარხანასა და საჯარო სივრცეში, ჭრილობის დამუშავება, SAMPLE AI ინტერვიუ და დამწვრობის მართვა.
ევაკუაცია ოფისიდან და მატარებლიდან, სპეციალური ევაკუაცია სიმაღლიდან, ცეცხლმაქრების გამოყენება PASS ტექნიკით, შიდა ჰიდრანტი და ნახშირჟანგის პრევენცია.
ოფისის ერგონომიკა და ეკო-სროლა — ნარჩენების სწორად სეგრეგაციის გეიმიფიცირებული სწავლება.
რატომ EHS VR?
უფრო სწრაფი სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.
მეტი თავდაჯერებულობა პრაქტიკული უნარების გამოყენებისას.
შემცირებული ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში.
უსაფრთხოების სწავლება რეალურ გამოცდილებად აქციეთ
EHS VR-ის ვირტუალური ტრენინგები თქვენს თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, უსაფრთხო გარემოში გაიარონ რეალისტური სიმულაციები, გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები და უკეთ მოემზადონ რეალური სამუშაო სიტუაციებისთვის.