დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენცია

დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენცია

დასაქმების ადგილზე შევიწროება იწვევს როგორც დასაქმებულის უფლებების დარღვევას, ისე კომპანიისთვის სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, დამსაქმებელს ევალება შევიწროების პრევენციის მექანიზმის დანერგვა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

როგორ გეხმარებით:

ჩავატარებთ რისკების შეფასებას

  • დავადგენთ კომპანიაში შევიწროების რისკ-ფაქტორების არსებობას და მასშტაბს;
  • შეფასების საფუძველზე შევიმუშავებთ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.

შევიმუშავებთ პრევენციის მექანიზმს

  • შევქმნით შევიწროების პრევენციისა და რეაგირების ინდივიდუალურ მექანიზმს კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • მექანიზმი შემუშავდება კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

ჩავატარებთ ტრენინგს დამსაქმებლებისთვის

  • კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაივლიან სპეციალიზებულ ტრენინგს  „დამსაქმებლის მეირ სექსუალური შევიწროების საქმის მართვა";
  • ტრენინგი ითვალისწინებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და შემთხვევათა ანალიზს.

ჩავატარებთ ტრენინგს დასაქმებულთათვის

  • გუნდის ყველა წევრი გაეცნობა „დასაქმების ადგილზე შევიწროებისგან დაცვის" საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკულ მექანიზმებს;

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ