დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი
ტრენინგი „შეზღუდულ სივრცეებში მუშაობის პროგრამა (Confined Space Program)” მონაწილეებს აცნობს შეზღუდულ სივრცეებში მუშაობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და რისკების კონტროლის ძირითად პრინციპებს.
კურსი მოიცავს შეზღუდული სივრცის განსაზღვრებასა და კლასიფიკაციას, მათ შორის ნებართვის გარეშე სამუშაო შეზღუდულ სივრცეებს (Non-Permit Required Confined Spaces) და ნებართვის საჭიროების მქონე შეზღუდულ სივრცეებს (Permit-Required Confined Spaces). განხილულია ატმოსფერული და არაატმოსფერული საფრთხეები, წერილობითი პროგრამა, შესვლის ნებართვის სისტემა, სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების პროცედურები, სამაშველო და საგანგებო რეაგირების მოთხოვნები და შესაბამისი პერსონალის მომზადება.
პროგრამის კომპონენტები
1. შეზღუდული სივრცეები და მათთან დაკავშირებული საფრთხეები
- შეზღუდული სივრცის (Confined Space) ცნება და ძირითადი მახასიათებლები;
- შეზღუდული სივრცეების კლასიფიკაცია;
- Non-Permit Required Confined Space-ის კრიტერიუმები;
- Permit-Required Confined Space-ის კრიტერიუმები;
- შეზღუდულ სივრცეებთან დაკავშირებული ძირითადი საფრთხეები;
- ჩაჭედვისა და გაჭედვის (Entrapment) საფრთხეები;
- მასალაში ჩაფლობის/მოყოლის (Engulfment) საფრთხეები;
- საშიში ატმოსფერული პირობები;
- ატმოსფერული საფრთხეების კონტროლის ალტერნატიული პროცედურები.
2. Confined Space Program და უსაფრთხო შესვლის პროცედურები
- შეზღუდული სივრცეების პროგრამის ძირითადი ელემენტები;
- წერილობითი Confined Space Program;
- შეზღუდულ სივრცეში შესვლის ნებართვის (Entry Permit) მიზანი და გამოყენება;
- Entry Permit-ში შესატანი აუცილებელი ინფორმაცია;
- შეზღუდულ სივრცეში შესვლამდე რისკებისა და სამუშაო პირობების შეფასება;
- ატმოსფერული საფრთხეების მონიტორინგი;
- არაატმოსფერული საფრთხეები და მათი კონტროლის მეთოდები;
- უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა შეზღუდულ სივრცეებში;
- Hierarchy of Controls-ის გამოყენება შეზღუდული სივრცის საფრთხეების სამართავად.
3. შესვლის გუნდი და პასუხისმგებლობები
- შეზღუდულ სივრცეში შესვლის გუნდის ძირითადი პოზიციები და პასუხისმგებლობები;
- Entrant-ის, Attendant-ისა და Entry Supervisor-ის როლები;
- სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების პროცესში მონაწილე პირების კოორდინაცია;
- შეზღუდულ სივრცეში შესვლის პროცესის კონტროლი და ზედამხედველობა;
- უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.
4. სამაშველო და საგანგებო რეაგირება
- სამაშველო და საგანგებო რეაგირების მოთხოვნები;
- შეზღუდული სივრციდან სამაშველო ოპერაციების ძირითადი გამოწვევები;
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურები;
- სამაშველო და საგანგებო მომსახურებების ორგანიზება;
- შეზღუდულ სივრცეში შესვლის გუნდისა და მაშველების ტრენინგის მოთხოვნები.
ვისთვის არის ტრენინგი?
ტრენინგი განკუთვნილია იმ თანამშრომლებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან ორგანიზებას უწევენ სამუშაოებს შეზღუდულ სივრცეებში, მათ შორის:
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;
✅ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის თანამშრომლებისთვის;
✅ შეზღუდულ სივრცეში შესვლის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის;
✅ Entrant-ებისთვის;
✅ Attendant-ებისთვის;
✅ Entry Supervisor-ებისთვის;
✅ საგანგებო რეაგირებისა და სამაშველო ჯგუფების წევრებისთვის;
✅ შეზღუდულ სივრცეებში სამუშაოების ორგანიზებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.