TOT - შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი

TOT - შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი

TOT - შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი

შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, არამედ სხვა ადამიანებისთვის ეფექტიანად გადაცემის უნარების გაუმჯობესება. 

36 საათიანი პროგრამა მოიცავს ეფექტური ტრენინგის შემუშავების გზებს და საუკეთესო პრაქტიკას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგების წარსადგენად. გარდა ამისა, პროგრამა ფარავს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის იმ მნიშვნელოვან კონცეფციებს, რომლებიც ყველა ტრენერმა უნდა იცოდეს.

პროგრამის კომპონენტები:

მოდული 1. უსაფრთხოების მენეჯმენტი: სისტემის კომპონენტები, პოლიტიკის შემუშავება და რისკების შემცირება.

მოდული 2. სწავლების საფუძვლები: ANSI/ASSE Z490 სტანდარტი, ტრენერის როლი და პროგრამის დაგეგმვა.

მოდული 3. საფრთხეების კონტროლი: საფრთხეების იდენტიფიკაცია და კონტროლის იერარქია (PPE, საინჟინრო და ადმინისტრაციული მეთოდები).

მოდული 4. საფრთხის ანალიზი (JHA): სამუშაო პროცესის ანალიზის ეტაპები და უსაფრთხო პროცედურების (SOP) შექმნა.

მოდული 5. ერგონომიკა: სამუშაო ადგილზე ერგონომიული რისკ-ფაქტორების მართვა და პრევენცია.

მოდული 6. ტრენინგის შემუშავება: სასწავლო საჭიროებების დადგენა, მიზნების დასახვა და დოკუმენტირება.

მოდული 7. ტრენინგის ჩატარება: პრეზენტაციის უნარები, ზრდასრულთა სწავლება და სამუშაო ადგილზე ტრენინგი (OJT).

ვისთვის არის პროგრამა?

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის და მენეჯერებისთვის

⏱️ კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი (6 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო კურსი - თეორია და პრაქტიკა
📜 სერტიფიკატი გაიცემა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.