OSHA-ს ჩანაწერების წარმოების საფუძვლები

OSHA-ს ჩანაწერების წარმოების საფუძვლები

OSHA-ს ჩანაწერების წარმოების საფუძვლები

ტრენინგი „OSHA-ს ჩანაწერების წარმოების საფუძვლები (OSHA Recordkeeping Basics)“ მონაწილეებს აცნობს სამუშაოსთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების, დაზიანებებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითად მოთხოვნებს.

კურსი ეფუძნება 29 CFR Part 1904-ით გათვალისწინებულ ჩანაწერების წარმოებისა და ანგარიშგების მოთხოვნებს და მოიცავს OSHA-ს ფორმების - OSHA 300 Log, OSHA 300A და OSHA 301 - სწორად შევსების, მონაცემების აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შენარჩუნების პრინციპებს. ასევე განხილულია OSHA-სთვის გარკვეული მძიმე შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების მოთხოვნები და TCIR და DART მაჩვენებლების გამოთვლის საფუძვლები.


პროგრამის კომპონენტები

1. OSHA-ს ჩანაწერების წარმოებისა და ანგარიშგების საფუძვლები

  • OSHA-ს ჩანაწერების წარმოებისა და ანგარიშგების ძირითადი მოთხოვნები;
  • 29 CFR Part 1904 - Recordkeeping and Reporting;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული შემთხვევის (Work-Related) განსაზღვრა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებებისა და დაავადებების მაგალითები;
  • OSHA-ს ჩანაწერების წარმოების ძირითადი პრინციპები.

 

2. OSHA-ს ჩანაწერების წარმოების ფორმები

  • OSHA 300 Log - სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებებისა და დაავადებების აღრიცხვა;
  • OSHA 300A Summary - წლიური შეჯამების მომზადება;
  • OSHA 301 - დაზიანებისა და დაავადების შემთხვევის ანგარიშის შევსება;
  • OSHA 300, 300A და 301 ფორმების დანიშნულება და განსხვავებები;
  • ჩანაწერებში მონაცემების სწორად შეტანისა და დოკუმენტაციის შენარჩუნების მოთხოვნები.

 

3. აღრიცხვას დაქვემდებარებული შემთხვევები

  • აღრიცხვას დაქვემდებარებული ექვსი ძირითადი მდგომარეობა/შემთხვევა;
  • პირველადი დახმარებისა და აღრიცხვას დაქვემდებარებული შემთხვევების განსხვავება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებებისა და დაავადებების აღრიცხვის ძირითადი კრიტერიუმები.

 

4. მძიმე შემთხვევების ანგარიშგება OSHA-სთვის

  • სამუშაოსთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების ანგარიშგება OSHA-სთვის;
  • ფატალური შემთხვევის შეტყობინების მოთხოვნები;
  • სტაციონარში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ანგარიშგება;
  • ამპუტაციის შემთხვევების ანგარიშგება;
  • თვალის დაკარგვასთან დაკავშირებული შემთხვევების ანგარიშგება.

 

5. OSHA-ს მაჩვენებლების გამოთვლა და გამოყენება

  • TCIR (Total Case Incident Rate) მაჩვენებლის გამოთვლა;
  • DART (Days Away, Restricted, or Job Transferred) მაჩვენებლის გამოთვლა;
  • OSHA-ს მაჩვენებლების გამოყენება სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შედეგების შეფასებისთვის.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებებისა და დაავადებების აღრიცხვაზე, ანგარიშგებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაზე, მათ შორის:

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;

✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;

✅ უსაფრთხოების მენეჯერებისთვის;

✅ HR და ადმინისტრაციული მიმართულების თანამშრომლებისთვის;

✅ უსაფრთხოების ჩანაწერების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ საწარმოო და საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელებისთვის;

✅ უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.