ჯანდაცვის სექტორი – ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
ჯანდაცვის დაწესებულებებში ხანძარი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საფრთხეს უქმნის როგორც პაციენტების, ისე თანამშრომლების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. ხანძრის პრევენცია, დროული რეაგირება და ევაკუაციის პროცედურების ცოდნა აუცილებელია უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
ხანძრის უსაფრთხოების ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ჯანდაცვის დაწესებულებებში არსებული ხანძრის საფრთხეების, პრევენციული ღონისძიებების, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნების გაცნობას. პროგრამა მოიცავს ხანძრის კლასებს, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის სწორ გამოყენებას, ევაკუაციის პროცესის ორგანიზებასა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ხანძრის შედეგად გამოწვეული რისკებისა და ზიანის შემცირებას.
პროგრამის კომპონენტები
1. ხანძრის საფრთხეები ჯანდაცვის დაწესებულებებში
- ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელებული ხანძრის საფრთხეები;
- მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება;
- „ხანძრის სამკუთხედის“ (Fire Triangle) კომპონენტები და ხანძრის წარმოქმნის პირობები.
2. ხანძრის პრევენცია და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
- ხანძრის ხუთი კლასი და მათი მახასიათებლები;
- სხვადასხვა ტიპის ცეცხლმაქრებისა და სპრინკლერული სისტემების დანიშნულება და გამოყენება;
- ხანძრის პრევენციის გეგმა (Fire Prevention Plan);
- სახანძრო სწავლებების (Fire Drills) მნიშვნელობა.
3. ევაკუაცია და საგანგებო სიტუაციების მართვა
- უსაფრთხო საევაკუაციო გასასვლელების მოთხოვნები;
- საგანგებო მოქმედებების გეგმა (Emergency Action Plan);
- ევაკუაციის პროცედურები და თანამშრომელთა როლები;
- უსაფრთხო ქცევა საგანგებო სიტუაციის დროს.
4. უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა
- ხანძრის აღმოჩენისა და დროული შეტყობინების პროცედურები;
- თანამშრომელთა პასუხისმგებლობები ხანძრის პრევენციის პროცესში;
- უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვა ჯანდაცვის დაწესებულებებში.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ ექიმებისთვის;
✅ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის;
✅ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის;
✅ ადმინისტრაციული პერსონალისთვის;
✅ ტექნიკური და საინჟინრო სამსახურის თანამშრომლებისთვის;
✅ დასუფთავებისა და დამხმარე მომსახურების პერსონალისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოების, ინფექციების კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ ჯანდაცვის დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.