ხანძრის პრევენციის გეგმები
ტრენინგი „ხანძრის პრევენციის გეგმები (Fire Prevention Plans – FPP)“ მონაწილეებს აცნობს სამუშაო ადგილზე ხანძრის პრევენციის, ხანძრის რისკების კონტროლისა და თანამშრომელთა დაცვის ძირითად პრინციპებს.
კურსი განიხილავს OSHA 29 CFR 1910.39-ით განსაზღვრულ ხანძრის პრევენციის გეგმის მოთხოვნებს და მის კავშირს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმასთან (Emergency Action Plan – EAP). მონაწილეები გაეცნობიან სამუშაო ადგილზე ხანძრის საფრთხეების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, აალებადი და წვადი მასალების უსაფრთხო მართვას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებსა და ცეცხლმაქრებს, განგაშის სისტემებს, საევაკუაციო გასასვლელებსა და ხანძრის პრევენციის მიმართულებით თანამშრომელთა ტრენინგის მოთხოვნებს.
პროგრამის კომპონენტები
1. ხანძრის პრევენციის პროგრამა და ხანძრის საფრთხეების კონტროლი
- ხანძრის პრევენციის პროგრამის (FPP) მიზანი და მნიშვნელობა;
- დამსაქმებლისა და დასაქმებულის პასუხისმგებლობები ხანძრის პრევენციის პროგრამის ფარგლებში;
- Fire Prevention Plan-ის ძირითადი კომპონენტები;
- სამუშაო ადგილზე ხანძრის ძირითადი საფრთხეები;
- აალებადი და წვადი მასალები და მათთან დაკავშირებული რისკები;
- ხანძრის საფრთხეების კონტროლის მეთოდები;
- ხანძრის პრევენციის ღონისძიებები სამუშაო ადგილზე;
- Fire Prevention Plan-ისა და Emergency Action Plan-ის (EAP) ურთიერთკავშირი.
2. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, განგაში და ცეცხლმაქრები
- სტაციონარული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დანიშნულება;
- სტაციონარული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ძირითადი კომპონენტები;
- თანამშრომელთა განგაშის/სიგნალიზაციის სისტემების ტიპები;
- ხანძრის განგაშის სისტემების ძირითადი მოთხოვნები;
- პორტატული ცეცხლმაქრის ტიპები;
- ცეცხლმაქრის დანიშნულება და შესაბამისი ტიპის შერჩევა;
- ცეცხლმაქრის უსაფრთხო გამოყენების ძირითადი პრინციპები.
3. ევაკუაცია და სამუშაო ადგილის უსაფრთხო ორგანიზება
- ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს საევაკუაციო გასასვლელების მოთხოვნები;
- უსაფრთხო და ადეკვატური საევაკუაციო მარშრუტები;
- საევაკუაციო გასასვლელების ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების უსაფრთხო ევაკუაციის ორგანიზება;
- საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებლობების განაწილება;
- ხანძრის პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესების კოორდინაცია.
4. ხანძრის პრევენციის ტრენინგი და ელექტრული საფრთხეების კონტროლი
- მენეჯმენტის პასუხისმგებლობები ხანძრის პრევენციის მიმართულებით ტრენინგის ორგანიზებაში;
- ხანძრის პრევენციის ტრენინგის ძირითადი თემები;
- თანამშრომელთა ინფორმირება და მომზადება ხანძრის საფრთხეებთან დაკავშირებით;
- მოქმედ ელექტრულ წრედებზე მუშაობასთან დაკავშირებული საფრთხეები;
- მოქმედ ელექტრულ წრედებზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნები და პრაქტიკა;
- ელექტრულ საფრთხეებთან დაკავშირებული ხანძრის რისკების კონტროლი;
- ხანძრის პრევენციის ღონისძიებების მუდმივი გაუმჯობესება.
ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?
ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ხანძრის პრევენციისა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის:
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ HSE/EHS მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის;
✅ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ შენობისა და ობიექტის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ უსაფრთხოების კომიტეტის წევრებისთვის;
✅ ტექნიკური მომსახურების თანამშრომლებისთვის;
✅ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის;
✅ ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ ტრენინგის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შესაძლოა სამუშაო ადგილზე ხანძრის საფრთხეებთან ჰქონდეთ შეხება.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.