ჩანგლიანი დამტვირთველის სასერტიფიკატო ტრენინგი
ჩანგლიანი დამტვირთველი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რისკის შემცველი სატრანსპორტო საშუალებაა წარმოებისა და საწყობის სფეროში. მისი მართვა საჭიროებს არა მხოლოდ პრაქტიკულ უნარებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ.
ინტენსიური 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან უსაფრთხო ოპერირების პრინციპებს, აღჭურვილობის შემოწმებას, დამტვირთველით მართვის ტექნიკებს და დაიცავენ OSHA 29 CFR 1910.178 სტანდარტებს.
პროგრამის კომპონენტები:
1. ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვის საფუძვლები
უსაფრთხო მართვის ძირითადი პრინციპები
ოპერატორის მოვალეობები და პასუხისმგებლობები
2. საფრთხეების იდენტიფიცირება
საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა სამუშაო გარემოში
დამტვირთველის სპეციფიკური საფრთხის ტიპების განსაზღვრა
3. ტექნიკური უსაფრთხოება და ინსპექტირება
დამტვირთველის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები
დამტვირთველის ყოველდღიური შემოწმება (Pre-operation inspection)
4. სტაბილურობა და ტვირთის მართვა
დამტვირთველის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა
წონების გადანაწილება და „სტაბილურობის სამკუთხედის“ პრინციპი
5. პრაქტიკული მეცადინეობა
საფრთხისა და რისკის რეალურ გარემოში ამოცნობა
პრაქტიკული სავარჯიშოები უსაფრთხო მართვაში
ვისთვის არის კურსი?
✅ დამტვირთველის ოპერატორებისთვის და საქმიანობაზე ზედამხედველი პირებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ტექნიკური ზედამხედველებისთვის და სამუშაოს მენეჯერებისთვის
✅ ნებისმიერი პირისთვის, ვისაც ჩანგლიანი დამტვირთველების გამოყენება უწევს ყოველდღიურ საქმიანობაში, აქვს პრაქტიკული გამოცდილება და ფლობს მართვის მოწმობას.
⏱️ კურსის ხანგრძლივობა: 10 საათი (2 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო კურსი - თეორია და პრაქტიკა
📜 სერტიფიკატი გაიცემა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.