შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი საფრთხეები

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი საფრთხეები

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი საფრთხეები

სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური კონტროლი აუცილებელია თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქიმიური ნივთიერებები, აალებადი სითხეები, სიმაღლიდან დაცემა და სამუშაო ადგილზე ძალადობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ რისკებს, რომელთა მართვაც შესაბამის ცოდნასა და პრევენციულ მიდგომებს მოითხოვს.

„შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი საფრთხეები“ ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს სამუშაო ადგილზე გავრცელებული საფრთხეების შეფასებისა და კონტროლის ძირითად მეთოდებს. პროგრამა მოიცავს საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვას, აალებადი და წვადი სითხეების უსაფრთხო გამოყენებას, დაცემის პრევენციას, სამუშაო ადგილზე ძალადობის მართვას და ეფექტიანი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ჩამოყალიბების პრინციპებს.


პროგრამის კომპონენტები

1. ქიმიური საფრთხეების კომუნიკაცია და მართვა
• საფრთხეების კომუნიკაციის პროგრამა (Hazard Communication Program) და მისი მნიშვნელობა;
• საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და მართვა;
• ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პროფესიული რისკების კონტროლი.

2. აალებადი და წვადი სითხეების უსაფრთხოება
• აალებადი და წვადი სითხეების უსაფრთხო გამოყენება;
• სითხეების უსაფრთხო შენახვა და მართვა;
• ხანძრისა და სხვა დაკავშირებული საფრთხეების პრევენცია.

3. სიმაღლიდან დაცემის პრევენცია
• სიმაღლიდან დაცემასთან დაკავშირებული ძირითადი საფრთხეები;
• დაცემის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
• პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები.

4. სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია
• სამუშაო ადგილზე ძალადობის განმარტება და ძირითადი რისკები;
• ძალადობის პრევენციის მეთოდები;
• ძალადობრივი სიტუაციების დროს თანამშრომელთა დაცვის ძირითადი მიდგომები.

5. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
• ეფექტიანი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ძირითადი ელემენტები;
• უსაფრთხოების კულტურის განვითარება;
• თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობა უსაფრთხოების პროცესებში.


ვისთვის არის ტრენინგი?

✅ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ საწარმოო და საოპერაციო პერსონალისთვის;

✅ ქიმიურ ნივთიერებებთან ან აალებად სითხეებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის;

✅ ყველა იმ პირისთვის, ვისაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უწევს.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.