უსაფრთხოების კომიტეტის ეფექტური მუშაობა
ტრენინგი „უსაფრთხოების კომიტეტის ეფექტური მუშაობა“ მონაწილეებს აცნობს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კომიტეტის როლს, მიზანსა და ძირითად ფუნქციებს. კურსი ფოკუსირებულია უსაფრთხოების კომიტეტის ეფექტურად ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე, წევრების აქტიურ ჩართულობაზე, სამუშაო ადგილზე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და ანალიზზე, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მეთოდებსა და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაზე.
ტრენინგი ასევე ეხმარება უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს საკუთარი პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებაში, საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაში, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეებს - გუნდის ეფექტურად ხელმძღვანელობასა და კომიტეტის მუშაობის ორგანიზებაში. კურსი ასევე განიხილავს უსაფრთხოების კომიტეტის როლს ორგანიზაციაში ძლიერი და თანამშრომელთა ჩართულობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში.
პროგრამის კომპონენტები
1. უსაფრთხოების კომიტეტის როლი, სტრუქტურა და პასუხისმგებლობები
- უსაფრთხოების კომიტეტის როლი, მიზანი და ძირითადი ფუნქციები;
- უსაფრთხოების კომიტეტის მნიშვნელობა ორგანიზაციის უსაფრთხოების მართვის სისტემაში;
- უსაფრთხოების კომიტეტის შექმნისა და განვითარების საწყისი ეტაპები;
- კომიტეტის სტრუქტურა და წევრების როლები;
- უსაფრთხოების კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობები;
- თანამშრომელთა მოტივირებული და აქტიური ჩართულობის პრინციპები;
- უსაფრთხოების კომიტეტში ეფექტური მონაწილეობის წახალისების მეთოდები.
2. წევრების კომპეტენცია, საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება
- კომიტეტის წევრების განათლებისა და ტრენინგის ძირითადი მოთხოვნები;
- უსაფრთხოების კომიტეტის წევრებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება;
- სამუშაო ადგილზე საფრთხეების იდენტიფიცირების მეთოდები;
- საფრთხეების ანალიზისა და შეფასების პროცესები;
- უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- უსაფრთხოების საკითხების განხილვა და შეფასება კომიტეტის ფარგლებში.
3. უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა და რეკომენდაციების შემუშავება
- პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტები და მეთოდები;
- ძირითადი მიზეზების (Root Cause) ანალიზი;
- უსაფრთხოების პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;
- უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების პრინციპები;
- ეფექტური და პრაქტიკულად განხორციელებადი რეკომენდაციის ძირითადი მახასიათებლები;
- უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა და შედეგების შეფასება.
4. უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრების მართვა და უსაფრთხოების კულტურა
- უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ეფექტური შეხვედრის დღის წესრიგი და წარმართვის პრინციპები;
- შეხვედრების შედეგების დოკუმენტირება და შემდგომი ღონისძიებების კონტროლი;
- კომიტეტის თავმჯდომარის როლი გუნდის ეფექტურად ხელმძღვანელობაში;
- უსაფრთხოების კომიტეტის როლი ორგანიზაციაში ძლიერი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში;
- თანამშრომელთა ჩართულობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების გარემოს განვითარება.
ვისთვის არის ტრენინგი ?
ტრენინგი განკუთვნილია უსაფრთხოების კომიტეტის წევრებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზაციაში უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობის დაგეგმვასა და მართვაში, მათ შორის:
✅ უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეებისთვის;
✅ უსაფრთხოების კომიტეტის წევრებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;
✅ თანამშრომელთა წარმომადგენლებისთვის;
✅ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.