უსაფრთხოების ზედამხედველობა და ლიდერობა

უსაფრთხოების ზედამხედველობა და ლიდერობა

უსაფრთხოების ზედამხედველობა და ლიდერობა

ტრენინგი „უსაფრთხოების ზედამხედველობა და ლიდერობა (Safety Supervision and Leadership)” განკუთვნილია ხელმძღვანელებისა და ზედამხედველებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაში.

კურსი მონაწილეებს აცნობს უსაფრთხოების ლიდერობის, ეფექტური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „მკაცრი, მაგრამ მზრუნველი“ (Tough-Caring) ლიდერობის მიდგომას, რომლის მიზანია თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნის გამო, არამედ მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის მიზნით.

ტრენინგი ასევე მოიცავს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, უსაფრთხოების ტრენინგში ზედამხედველების ჩართულობას, ეფექტური ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნას და ისეთი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო ქცევას.


პროგრამის კომპონენტები

1. შრომის უსაფრთხოების პასუხისმგებლობები და საფრთხეების იდენტიფიცირება

  • დამსაქმებლისა და თანამშრომლის ზოგადი პასუხისმგებლობები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • OSH Act of 1970-ით გათვალისწინებული უსაფრთხოების პასუხისმგებლობები;
  • სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების კლასიფიკაცია;
  • საფრთხეების იდენტიფიცირების ძირითადი მეთოდები;
  • დამსაქმებლის პასუხისმგებლობა საფრთხეების გამოვლენისა და კონტროლის მიმართულებით;
  • თანამშრომლის პასუხისმგებლობა უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცვაზე.

 

2. საფრთხეების კონტროლი და უსაფრთხოების ტრენინგში ზედამხედველის ჩართულობა

  • საფრთხეების კონტროლის იერარქია (Hierarchy of Controls);
  • საფრთხეების კონტროლის ექვსი ძირითადი სტრატეგია;
  • უსაფრთხოების ტრენინგში ზედამხედველების პირდაპირი ჩართულობის მნიშვნელობა;
  • ზედამხედველობის (Supervision) ცნება და მისი მნიშვნელობა;
  • ეფექტური უსაფრთხოების ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები;
  • ზედამხედველის როლი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში.

 

3. უსაფრთხოების მხარდაჭერა და ანგარიშვალდებულება

  • უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლების მხარდაჭერა;
  • ფიზიკური რესურსებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშვალდებულების (Accountability) ცნება;
  • ეფექტური ანგარიშვალდებულების სისტემის ხუთი ძირითადი ელემენტი;
  • პოზიტიური და ნეგატიური შედეგების გამოყენება უსაფრთხო ქცევის გასაძლიერებლად;
  • „შედეგების კულტურის“ (Culture of Consequences) ჩამოყალიბება;
  • უსაფრთხო ქცევის წახალისება და არასასურველი ქცევის მართვა.

 

4. უსაფრთხოების ლიდერობა და Tough-Caring მიდგომა

  • უსაფრთხოების ლიდერობის ყოველდღიური შესაძლებლობები;
  • ზედამხედველის როლი უსაფრთხოების კულტურის განვითარებაში;
  • Tough-Coercive, Tough-Controlling და Tough-Caring ლიდერობის სტილები;
  • მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ლიდერობის მიდგომის გამოყენება პრაქტიკაში.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ თანამშრომლებს და პასუხისმგებელნი არიან სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის:

✅ მენეჯერებისთვის;

✅ ზედამხედველებისთვის (Supervisors);

✅ ცვლის უფროსებისთვის;

✅ ჯგუფის/გუნდის ხელმძღვანელებისთვის;

✅ დეპარტამენტებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;

✅ საწარმოო და საოპერაციო ხელმძღვანელებისთვის;

✅ HSE/EHS მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;

✅ უსაფრთხოების ტრენინგებში მონაწილე ხელმძღვანელი პირებისთვის;

✅ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ემზადებიან ზედამხედველობითი ან მენეჯერული პოზიციის დასაკავებლად.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.