უსაფრთხოების ეფექტური ლიდერობის საფუძვლების სასერტიფიკატო ტრენინგი
ტრენინგი მიზნად ისახავს თანამშრომლებისა და მენეჯერების ცოდნის გაძლიერებას უსაფრთხოების ლიდერობის სფეროში. მონაწილეები გაეცნობიან John Maxwell-ის ხუთ ლიდერობის დონეს, უსაფრთხოების ლიდერობის სამ მთავარ სტილს და ისწავლიან თუ როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა, როგორ მოახდინონ გავლენა კომპანიის უსაფრთხოების კულტურაზე და გაზარდონ თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა უსაფრთხოების სისტემაში.
პროგრამის კომპონენტები
- უსაფრთხოების ლიდერობის მნიშვნელობა – OSHA-ის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ლიდერობის კონცეფცია და მისი როლი ორგანიზაციაში
- John Maxwell-ის ხუთი ლიდერობის დონე – დონეების აღწერა და პრაქტიკული მაგალითები
- ლიდერობის გავლენა კომპანიაში – როგორ ფორმირდება უსაფრთხოების კულტურა ხელმძღვანელობის საშუალებით
- უსაფრთხოების ლიდერობის სტილები:
4.1. Tough-Coercive (მტკიცე-პრინციპული)
4.2. Tough-Controlling (მტკიცე-კონტროლირებადი)
4.3. Tough-Caring (მტკიცე-მზრუნველიც) - ხელმძღვანელობის ვალდებულება და მიკუთვნება (“Commitment”) – დემონსტრირება და თანამშრომლების რეაქცია
- კომპანიის მისია და ხედვა (Mission & Vision) – გამოსარჩევი განსხვავებები და პრაქტიკული გამოყენება
- რეაქტიული vs პროაქტიული უსაფრთხოების სტრატეგიები – გადაწყვეტილების მიღება და რისკების პრევენციის მიდგომები
- ლიდერობის აქტიური დემონსტრირება – პრაქტიკული მაგალითები, როგორ აჩვენოს მენეჯმენტმა ლიდერობა უსაფრთხოებაში
- თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა – ბარიერების ამოღება და უსაფრთხოების სისტემაში აქტიური მონაწილეობა
ვისთვის არის ტრენინგი:
✅ მენეჯერები და ზედამხედველები
✅ უსაფრთხოების ინსპექტორები
✅ ხელმძღვანელები, რომლებიც მართავენ გუნდის უსაფრთხოების პროგრამას
✅ ნებისმიერი პირი, ვისაც სურს გააძლიეროს ლიდერობის უნარები უსაფრთხოების მართვაში
⏱ ხანგრძლივობა: 6 საათი (1 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორია და პრაქტიკა
📜 სერტიფიკატი: გაიცემა გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ