უსაფრთხოების ანგარიშვალდებულების სასერტიფიკატო ტრენინგი
უსაფრთხოების ანგარიშვალდებულების ტრენინგი მონაწილეებს აცნობს უსაფრთხოების ეფექტური მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - ანგარიშვალდებულების (Accountability) სისტემას. ტრენინგი ფოკუსირებულია თანამშრომელთა ქცევის, პასუხისმგებლობისა და შედეგების ურთიერთკავშირზე და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომებს უსაფრთხოების პროგრამის ეფექტური დანერგვისა და მართვისთვის.
ტრენინგის თემები
• ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის განსხვავება
• ეფექტური უსაფრთხოების ანგარიშვალდებულების პროგრამის ელემენტები
• უსაფრთხოების დისციპლინის კრიტერიუმები
• შესრულების სტანდარტები უსაფრთხოების პროგრამაში
• ფიზიკური და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
• KPI-ები უსაფრთხოების მართვაში
• ანგარიშვალდებულების პირობები
• მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქცევასა და შედეგებს შორის
• პოზიტიური და ნეგატიური აღიარება
• აღიარების პროგრამების მახასიათებლები
• უსაფრთხოების იგნორირების შედეგები
• ზედამხედველის ქმედებები ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად
• უსაფრთხოების სისტემის შეფასება
ვისთვის არის განკუთვნილი
✅ თანამშრომლები
✅ ზედამხედველები
✅ მენეჯერები
✅უსაფრთხოების სპეციალისტები
⏱ ხანგრძლივობა: 7 საათი (1 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორია და პრაქტიკა
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ