სიმაღლეზე მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი
სიმაღლეზე მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი შექმნილია სიმაღლიდან ვარდნის საფრთხეების შესამცირებლად, რაც მიღწეულია ვარდნის პრევენციისა და დაცვის კომპეტენციის ამაღლებით და უნარების გაუმჯობესებით. ტრენინგი მოიცავს ვარდნისგან დაცვის აუცილებელ კომპონენტებს და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურებს.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ დემონსტრირებას აღჭურვილობის სწორად გამოყენებასა და ვარდნის პრევენციის სისტემებზე.
პროგრამის კომპონენტები
1. შესავალი ვარდნის საფრთხეებში
- სტატისტიკა და სამუშაო ადგილზე ვარდნის შედეგები
- მარეგულირებლის მოთხოვნები და სტანდარტები
2. ვარდნისგან დაცვის სისტემები
- ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემები (PFAS)
- ვარდნის შეზღუდვის სისტემები (Fall-restraint)
- ვარდნისგან დაცვის სხვა მეთოდები
3. აღჭურვილობის გამოყენება და მოვლა
- ინსპექტირების (შემოწმების) პროცედურები
- აღჭურვილობის სწორად ჩაცმა (მორგება), რეგულირება და შენახვა
4. ვარდნისგან დაცვა სამუშაო პლატფორმებზე
- კიბეების უსაფრთხო გამოყენება
- მუშაობა ხარაჩოებზე
- მუშაობა ავტომექანიკურ ამწეებსა და პლატფორმებზე
5. რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე
- სამაშველო სამუშაოების დაგეგმვა და პროცედურები
- ინციდენტების მართვა და ანგარიშგება
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს ამაღლებულ ზედაპირებზე
✅ სახურავები, კიბეები, ხარაჩოები, საჰაერო პლატფორმები და ა.შ.
⏱ ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 საათი (2 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორია და პრაქტიკა