საფრთხეების კომუნიკაციის პროგრამა

საფრთხეების კომუნიკაციის პროგრამა

საფრთხეების კომუნიკაციის პროგრამა

ტრენინგი „საფრთხეების კომუნიკაციის პროგრამა (Hazard Communication Program)“ წარმოადგენს OSHA-ის Hazard Communication Standard-ის (HazCom) შესავალ კურსს და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც სამუშაო პროცესში იყენებენ, ინახავენ ან შესაძლოა აღმოჩნდნენ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამუშაო ადგილზე ქიმიურ საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვასა და კომუნიკაციაზე.

კურსი მონაწილეებს აცნობს სამუშაო ადგილზე სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირების, კლასიფიცირების, ეტიკეტირებისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიწოდების ძირითად პრინციპებს. ტრენინგის ფარგლებში განხილულია OSHA-ის Hazard Communication Standard-ის (29 CFR 1910.1200) ძირითადი მოთხოვნები, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შესაძლო ჯანმრთელობის ეფექტები, ორგანიზმში მათი მოხვედრის გზები და ქიმიური საფრთხეების კონტროლის ძირითადი სტრატეგიები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წერილობითი Hazard Communication პროგრამის შემუშავებისა და მართვის მოთხოვნებს, ქიმიური ნივთიერებების კონტეინერების ეტიკეტირებას, GHS-ის (Globally Harmonized System) პრინციპებსა და უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლების (Safety Data Sheet – SDS) სწორად გამოყენებას. მონაწილეები ასევე გაეცნობიან წერილობითი HazCom პროგრამის პრაქტიკულ მაგალითს, მის ძირითად კომპონენტებსა და თანამშრომელთა ინფორმირებისა და ტრენინგის მოთხოვნებს.


პროგრამის კომპონენტები

1. Hazard Communication Standard-ის საფუძვლები და ქიმიური საფრთხეები

  • Hazard Communication Standard-ის (HazCom) მიზანი და მოქმედების სფერო
  • OSHA-ის 29 CFR 1910.1200 სტანდარტის ძირითადი მოთხოვნები
  • დამსაქმებლის ვალდებულებები სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების კომუნიკაციის მიმართულებით
  • სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ძირითადი ფორმები და ტიპები
  • ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შესაძლო ჯანმრთელობის ეფექტები
  • ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის ძირითადი გზები
  • ქიმიური საფრთხეების კონტროლის იერარქია (Hierarchy of Controls)
  • ქიმიური საფრთხეების კონტროლის სტრატეგიები და მეთოდები

 

2. ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირება და GHS

  • ქიმიური ნივთიერებების კონტეინერების ეტიკეტირების მოთხოვნები
  • კონტეინერების ეტიკეტირების ძირითადი ტიპები და მათი გამოყენება
  • ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის მნიშვნელობა
  • GHS - ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების გლობალურად ჰარმონიზებული სისტემა
  • GHS-ის ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები
  • ქიმიური საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ეფექტური კომუნიკაცია

 

3. უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლები (SDS) და მათი გამოყენება

  • უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლის (Safety Data Sheet – SDS) ცნება და მნიშვნელობა
  • SDS-ის სტრუქტურა და სავალდებულო განყოფილებები
  • SDS-ში მოცემული ინფორმაციის გამოყენება სამუშაო ადგილზე
  • ქიმიური ნივთიერებების საფრთხეების, უსაფრთხო გამოყენებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება SDS-ში
  • SDS-ის მართვისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნები
  • მწარმოებლისა და დისტრიბუტორის პასუხისმგებლობები
  • დამსაქმებლის პასუხისმგებლობები SDS-ებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვის მიმართულებით

 

4. წერილობითი Hazard Communication პროგრამა

  • წერილობითი Hazard Communication პროგრამის მიზანი და მნიშვნელობა
  • წერილობითი HazCom პროგრამის შემუშავების ძირითადი მოთხოვნები
  • პროგრამის ძირითადი კომპონენტები
  • სამუშაო ადგილზე გამოყენებული სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირება და აღრიცხვა
  • ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და SDS-ების მართვის პროცედურები
  • თანამშრომლების ინფორმირების მოთხოვნები
  • Hazard Communication-ის ტრენინგის მოთხოვნები
  • თანამშრომლებისთვის სახიფათო ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მეთოდები
  • სავაჭრო საიდუმლოების (Trade Secret) მოთხოვნები
  • HazCom პროგრამის პრაქტიკული მაგალითი და მისი ძირითადი ელემენტები

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია იმ თანამშრომლებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც სამუშაო პროცესში იყენებენ, ინახავენ ან შესაძლოა აღმოჩნდნენ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან Hazard Communication პროგრამის შემუშავებასა და მართვაზე, მათ შორის:

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის

✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის

✅ საწარმოო და ტექნიკური პერსონალისთვის

✅ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის

✅ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის

✅ საწყობისა და ლოჯისტიკის პერსონალისთვის

✅ ქიმიური ნივთიერებების შენახვასა და მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის

✅ მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის

✅ Hazard Communication პროგრამის შემუშავებასა და მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის


⏱️ ხანგრძლივობა: 5-7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.