სამშენებლო სექტორში ერგონომიული საფრთხეები

სამშენებლო სექტორში ერგონომიული საფრთხეები

სამშენებლო სექტორში ერგონომიული საფრთხეები

„სამშენებლო სექტორში ერგონომიული საფრთხეები (Ergonomic Hazards in Construction)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას არსებულ ერგონომიულ რისკებს, მათი შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს.

კურსი ფოკუსირებულია განმეორებითი მოძრაობებით, არასათანადო სამუშაო პოზებით, ტვირთის ხელით გადატანითა და არასწორად შერჩეული სამუშაო აღჭურვილობით გამოწვეული კუნთ-სახსროვანი დაზიანებების (MSDs) პრევენციაზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ერგონომიული რისკების იდენტიფიცირების, უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვის, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და „Hierarchy of Controls“-ის გამოყენების პრინციპებს.


ვისთვის არის განკუთვნილი

✅ სამშენებლო სექტორის თანამშრომლებისთვის
✅ სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელებისა და ზედამხედველებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალისთვის
✅ სამუშაო პროცესების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის
✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვინც ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს ან მონაწილეობს სამშენებლო პროცესებში


ტრენინგის თემები

  • ერგონომიკის არსი, მიზნები და მნიშვნელობა;
  • ერგონომიული რისკ-ფაქტორები სამუშაო გარემოში;
  • სამუშაოს, დასაქმებულისა და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ერგონომიული საფრთხეები;
  • კუნთ-სახსროვანი დაზიანებები (MSDs) და მათი გამომწვევი მიზეზები;
  • ერგონომიული რისკების შეფასება სამშენებლო სამუშაოებისას;
  • „Hierarchy of Controls“ – ერგონომიული რისკების მართვის მოდელი;
  • ერგონომიული სამუშაო ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შერჩევის პრინციპები;
  • ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები ერგონომიული რისკების შემცირების მიზნით;
  • ტვირთის უსაფრთხო ხელით აწევისა და გადატანის ტექნიკა;
  • ერგონომიული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენება;
  • სამუშაო საფრთხეების ანალიზის (JHA) გამოყენება ერგონომიული რისკების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.

ხანგრძლივობა: 5-6 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ