სამუშაო საფრთხეების ანალიზი
„სამუშაო საფრთხეების ანალიზი (Job Hazard Analysis – JHA)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს სამუშაო პროცესების უსაფრთხოების სისტემური შეფასების მეთოდოლოგიას. ტრენინგი ფოკუსირებულია სამუშაო პროცესის ეტაპებად დაყოფაზე, საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, რისკების შეფასებასა და უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შემუშავებაზე, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციას.
ვისთვის არის განკუთვნილი
✅ თანამშრომლებისთვის
✅ ზედამხედველებისთვის
✅ მენეჯერებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ტექნიკური და ოპერაციული პერსონალისთვის
✅ ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს სამუშაო პროცესების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
ტრენინგის თემები
- სამუშაო საფრთხეების ანალიზის (JHA) არსი, მიზანი და მნიშვნელობა;
- JHA-ის სტრუქტურა და ფორმატი;
- სამუშაო პროცესის ეტაპებად დაყოფის პრინციპები;
- სამუშაო პროცესში არსებული საფრთხეებისა და სახიფათო ქცევების იდენტიფიცირება;
- რისკის ანალიზი და შეფასების მატრიცის გამოყენება;
- სამუშაოს ეტაპებისა და საფრთხეების სწორად აღწერის პრინციპები;
- სამუშაო პროცესებში გავრცელებული საფრთხეები;
- „Hierarchy of Controls“ (კონტროლის ღონისძიებების იერარქია);
- პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და აღწერა;
- უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შემუშავება;
- გუნდური მუშაობის მნიშვნელობა JHA პროცესში;
- JHA გუნდის წევრთა როლები და პასუხისმგებლობები.
⏱ ხანგრძლივობა: 5-6 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ