პალეტებთან უსაფრთხო მუშაობა
„პალეტებთან უსაფრთხო მუშაობა (Pallet Handling Safety)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს პალეტების უსაფრთხო გამოყენების, გადაადგილებისა და შენახვის ძირითად პრინციპებს. კურსი ფოკუსირებულია პალეტებთან მუშაობისას არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, რისკების შეფასებასა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკების დანერგვაზე.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ ცოდნა და უნარები პალეტებთან დაკავშირებული რისკების ეფექტურად მართვისთვის, მათ შორის ტვირთის უსაფრთხო აწევის, პალეტების შემოწმების, სწორად დაწყობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენების მიმართულებით. ტრენინგი ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე დაზიანებების, უბედური შემთხვევებისა და მატერიალური ზიანის პრევენციას.
ვისთვის არის განკუთვნილი
✅ თანამშრომლებისთვის
✅ ზედამხედველებისთვის
✅ მენეჯერებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ტექნიკური და ოპერაციული პერსონალისთვის
✅ ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს სამუშაო პროცესების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
ტრენინგის თემები
- სამუშაო საფრთხეების ანალიზის (JHA) არსი, მიზანი და მნიშვნელობა;
- JHA-ის სტრუქტურა და ფორმატი;
- სამუშაო პროცესის ეტაპებად დაყოფის პრინციპები;
- სამუშაო პროცესში არსებული საფრთხეებისა და სახიფათო ქცევების იდენტიფიცირება;
- რისკის ანალიზი და შეფასების მატრიცის გამოყენება;
- სამუშაოს ეტაპებისა და საფრთხეების სწორად აღწერის პრინციპები;
- სამუშაო პროცესებში გავრცელებული საფრთხეები;
- „Hierarchy of Controls“ (კონტროლის ღონისძიებების იერარქია);
- პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და აღწერა;
- უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შემუშავება;
- გუნდური მუშაობის მნიშვნელობა JHA პროცესში;
- JHA გუნდის წევრთა როლები და პასუხისმგებლობები.
⏱ ხანგრძლივობა: 5-7 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ