ლურსმნის პისტოლეტის უსაფრთხო გამოყენება

ლურსმნის პისტოლეტის უსაფრთხო გამოყენება

ლურსმნის პისტოლეტის უსაფრთხო გამოყენება

ლურსმნის პისტოლეტი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო, ხის დამუშავებისა და სარემონტო სამუშაოებში, თუმცა მისი არასწორი გამოყენება შესაძლოა სერიოზული დაზიანებებისა და უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყობილობის უსაფრთხო მართვა, სასხლეტი მექანიზმის სწორად გამოყენება და დამცავი სისტემების გამართული ფუნქციონირება.

ლურსმნის პისტოლეტის უსაფრთხო გამოყენების ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს მოწყობილობასთან დაკავშირებულ ძირითად საფრთხეებს, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებს, სხვადასხვა ტიპის სასხლეტი მექანიზმების თავისებურებებსა და პნევმატურ მოწყობილობებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ რისკებს. პროგრამა ასევე მოიცავს დაზიანებებისა და ინციდენტების პრევენციას, „Near Miss“ შემთხვევების შეტყობინებასა და უსაფრთხოების დამცავი მექანიზმების გვერდის ავლის თავიდან აცილებას.


პროგრამის კომპონენტები

1. ლურსმნის პისტოლეტთან დაკავშირებული საფრთხეები

  • ლურსმნის პისტოლეტით გამოწვეული ძირითადი საფრთხეები და დაზიანებების ტიპები;
  • დაზიანებების ყველაზე გავრცელებული მიზეზები;
  • პნევმატურ ლურსმნის პისტოლეტებთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკები;
  • მოწყობილობის გამოყენებით გამოწვეული კუნთ-სახსროვანი დარღვევები.

 

2. უსაფრთხო გამოყენება და სამუშაო პრაქტიკა

  • ლურსმნის პისტოლეტის სასხლეტი მექანიზმების (Triggers) ტიპები და მათი უსაფრთხო გამოყენება;
  • მოწყობილობის გამოყენებისას სხეულის სწორი პოზიციონირება და სამუშაო პოზა;
  • უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შემუშავება და დაცვა;
  • ლურსმნის პისტოლეტით მუშაობის უსაფრთხოების ტრენინგის მოთხოვნები.

 

3. დამცავი მექანიზმები და ინციდენტების მართვა

  • უსაფრთხოების დამცავი მექანიზმების სწორი გამოყენება;
  • დამცავი მექანიზმების გვერდის ავლის (Bypassing) საფრთხეები;
  • „Near Miss“ შემთხვევებისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვისა და შეტყობინების პროცედურები;
  • დაზიანებებისა და ინციდენტების პრევენციის ძირითადი ღონისძიებები.

ვის აუდიტორიაზეა გათვლილი?

✅ სამშენებლო სფეროში დასაქმებული პირებისთვის;

✅ ლურსმნის პისტოლეტის ოპერატორებისთვის;

✅ კონტრაქტორებისა და სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებისთვის;

✅ ხის კონსტრუქციებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის;

✅ ტექნიკური და სარემონტო პერსონალისთვის;

✅ სამუშაოების ზედამხედველებისა და მენეჯერებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.