კრიზისის მართვა სკოლაში

კრიზისის მართვა სკოლაში

კრიზისის მართვა სკოლაში

სკოლაში კრიზისული და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა მნიშვნელოვანია მოსწავლეების, თანამშრომლებისა და სკოლის სხვა წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეფექტური კრიზისების მართვა მოიცავს საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირებას, პრევენციას, სათანადო რეაგირებასა და კრიზისის შემდგომ აღდგენას.

ტრენინგი „კრიზისების მართვა სკოლაში“ მონაწილეებს გააცნობს კრიზისის მართვის ძირითად პრინციპებს, რისკების შემცირების სტრატეგიებს, საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადებისა და რეაგირების გეგმებს, ასევე კრიზისის დროს ეფექტური კომუნიკაციისა და შემდგომი აღდგენის მიდგომებს.


პროგრამის კომპონენტები

1. კრიზისების მართვის საფუძვლები
• კრიზისის ცნება და სკოლაში შესაძლო საფრთხეების ტიპები;
• კრიზისის მართვის ოთხი ფაზა;
• კრიზისების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები.

2. პრევენცია და მზადყოფნა
• რისკების პრევენცია და შემცირების სტრატეგიები;
• საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების ძირითადი ღონისძიებები;
• საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება.

3. რეაგირება და კომუნიკაცია
• საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძირითადი სტრატეგიები;
• კრიზისის დროს კომუნიკაციისა და კოორდინაციის პრინციპები;
• პასუხისმგებლობების განაწილება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

4. კრიზისის შემდგომი აღდგენა
• კრიზისის შემდგომი აღდგენის ძირითადი პრინციპები;
• სასკოლო სერვისების აღდგენის სტრატეგიები;
• მიღებული გამოცდილების შეფასება და სამომავლო მზადყოფნის გაუმჯობესება.


ვისთვის არის ტრენინგი?

✅ სკოლის ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის;

✅ საგანგებო და კრიზისების მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის;

✅ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისთვის;

✅ სკოლის უსაფრთხოების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 3–5 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.