ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE) ჯანდაცვის სფეროში
ჯანდაცვის სფეროში ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (Personal Protective Equipment – PPE) წარმოადგენს ინფექციების, ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეებისგან დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას. PPE-ის სწორად შერჩევა, გამოყენება და მოვლა მნიშვნელოვნად ამცირებს თანამშრომლებისა და პაციენტების ინფიცირების, ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) ჯანდაცვის სფეროში ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის PPE-ის სწორად შერჩევის, გამოყენების, ჩაცმისა და მოხსნის წესების, მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დანიშნულებას, სისხლით გადამდები პათოგენების (Bloodborne Pathogens) პრევენციის მოთხოვნებს, ასევე დამსაქმებლისა და თანამშრომლის პასუხისმგებლობებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.
პროგრამის კომპონენტები
1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საფუძვლები
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში;
- ჯანდაცვის დაწესებულებებში გამოყენებული ძირითადი ტიპის PPE;
- PPE-ის შერჩევის ძირითადი პრინციპები.
2. PPE-ის სწორი გამოყენება
- ხელთათმანების, ნიღბების, რესპირატორებისა და დამცავი ტანსაცმლის სწორად შერჩევა და გამოყენება;
- PPE-ის გამოყენება სისხლით გადამდები პათოგენების (Bloodborne Pathogens) პრევენციის მოთხოვნების შესაბამისად;
- PPE-ის გამოყენების ზოგადი წესები და საუკეთესო პრაქტიკა.
3. უსაფრთხო ჩაცმა, მოხსნა და მართვა
- PPE-ის სწორად ჩაცმისა (Donning) და მოხსნის (Doffing) პროცედურები;
- გამოყენებული PPE-ის უსაფრთხო განთავსებისა და უტილიზაციის მოთხოვნები;
- ჯვარედინი დაბინძურების (Cross-contamination) პრევენციის ღონისძიებები.
4. პასუხისმგებლობები და უსაფრთხოების მოთხოვნები
- დამსაქმებლის პასუხისმგებლობები PPE-ის უზრუნველყოფისა და გამოყენების მიმართულებით;
- თანამშრომლის მოვალეობები PPE-ის სწორად გამოყენების პროცესში;
- უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა და საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვა.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ ექიმებისთვის;
✅ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის;
✅ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის;
✅ სტომატოლოგიური კლინიკების პერსონალისთვის;
✅ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტებისთვის;
✅ დასუფთავებისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამშრომლებისთვის;
✅ ჯანდაცვის დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც საქმიანობისას იყენებენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.