ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში უსაფრთხო მუშაობა
მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სიცხისა და სიცივის ხანგრძლივმა ან ინტენსიურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პროფესიული ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის პრევენციისთვის აუცილებელია რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება.
„ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში უსაფრთხო მუშაობა“ ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს სიცხისა და სიცივის ზემოქმედებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებს, დაავადებების ადრეულ ნიშნებსა და პრევენციის ეფექტურ მეთოდებს. პროგრამა ასევე მოიცავს ექსტრემალურ ტემპერატურაზე უსაფრთხო სამუშაო პირობების ორგანიზებისა და რისკების შემცირების პრაქტიკულ მიდგომებს.
პროგრამის კომპონენტები
1. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება
• მაღალ ტემპერატურაზე მუშაობასთან დაკავშირებული საფრთხეები;
• სიცხის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები;
• გადახურების სიმპტომები და გამაფრთხილებელი ნიშნები;
• სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის ღონისძიებები.
2. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება
• დაბალ ტემპერატურაზე მუშაობასთან დაკავშირებული საფრთხეები;
• სიცივის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები;
• სიცივის გადაჭარბებული ზემოქმედების სიმპტომები და გამაფრთხილებელი ნიშნები;
• სიცივესთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის ღონისძიებები.
3. უსაფრთხო მუშაობა ექსტრემალურ ტემპერატურაზე
• ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პრინციპები;
• ტემპერატურული ზემოქმედებით გამოწვეული რისკების შემცირების მეთოდები;
• თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრაქტიკული მიდგომები.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ ღია სივრცეში მომუშავე თანამშრომლებისთვის;
✅ მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე პირებისთვის;
✅ საწარმოო და სამშენებლო სფეროს თანამშრომლებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;
✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვისაც სამუშაოს შესრულება ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში უწევს.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.