ერგონომიული საფრთხეები ზოგად ინდუსტრიაში
„ერგონომიული საფრთხეები ზოგად ინდუსტრიაში (Ergonomic Hazards in General Industry)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს ერგონომიკის ძირითად პრინციპებსა და ზოგად ინდუსტრიაში არსებულ ერგონომიულ საფრთხეებს. კურსი ფოკუსირებულია სამუშაო გარემოს, სამუშაო პროცესებისა და დასაქმებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გავლენაზე ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან კუნთ-ძვალსახსროვანი დაზიანებების (MSDs) გამომწვევ მიზეზებს, ერგონომიული რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს, უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკებსა და სამუშაო პროცესების ერგონომიული გაუმჯობესების მეთოდებს. ტრენინგი ხელს უწყობს პროფესიული დაზიანებების პრევენციას, თანამშრომელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდას.
ვისთვის არის განკუთვნილი
✅ ზოგადი ინდუსტრიის სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისთვის
✅ ხელმძღვანელი პირებისა და ზედამხედველებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ტექნიკური და ოპერაციული პერსონალისთვის
✅ სამუშაო პროცესების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის
✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან ან განმეორებით სამუშაო ოპერაციებთან
ტრენინგის თემები
- ერგონომიკის არსი, მიზანი და მნიშვნელობა;
- თანამშრომელთან დაკავშირებული ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
- სამუშაო დავალებასთან დაკავშირებული ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
- სამუშაო გარემოს ერგონომიული რისკ-ფაქტორები;
- სამუშაოსთან დაკავშირებული ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანებები (MSDs);
- ერგონომიული რისკების შეფასება და მართვა;
- კონტროლის ღონისძიებების იერარქია (Hierarchy of Controls);
- საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები;
- ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენება;
- ტვირთის უსაფრთხოდ აწევისა და გადატანის ტექნიკა;
- ერგონომიული გაუმჯობესებების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
⏱ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ.