ერგონომიული დაზიანებების პრევენცია - ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის

ერგონომიული დაზიანებების პრევენცია - ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის

ერგონომიული დაზიანებების პრევენცია - ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის

ტრენინგი განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის და ფოკუსირებულია კუნთ-სახსოვანი სისტემის დაზიანებებისა (MSDs) და ზურგის ტრავმების პრევენციაზე. მონაწილეები გაეცნობიან ჯანდაცვის სამუშაო გარემოში არსებულ ერგონომიულ საფრთხეებს, რისკების შეფასებისა და კონტროლის პრაქტიკულ მიდგომებს.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება პაციენტების უსაფრთხო აწევის, გადაადგილებისა და გადაყვანის ტექნიკები, დამხმარე და მექანიკური აღჭურვილობის გამოყენება, ასევე არასწორი სამუშაო პოზების, ზედმეტი გაწვდომისა და სხვა ერგონომიული რისკების შემცირების გზები.


პროგრამის კომპონენტები

1. ერგონომიული რისკები ჯანდაცვის სფეროში

  • ერგონომიული საფრთხეები ჯანდაცვის სამუშაო გარემოში;
  • კუნთ-სახსოვანი სისტემის დაზიანებების (MSDs) გამომწვევი ფაქტორები;
  • მაღალი რისკის მქონე სამუშაო ამოცანები;
  • სამუშაო ადგილის ერგონომიული ანალიზი და რისკების შეფასება.

 

2. პაციენტების უსაფრთხო გადაადგილება და გადაყვანა

  • პაციენტის უსაფრთხო აწევის, გადაადგილებისა და გადაყვანის მეთოდები;
  • დამხმარე და მექანიკური აღჭურვილობის გამოყენება;
  • პაციენტის გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება;
  • შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების შერჩევა.

 

3. ერგონომიული დაზიანებების პრევენცია

  • ერგონომიული საფრთხეების შემცირებისა და კონტროლის პრაქტიკები;
  • არასწორი და უხერხული სამუშაო პოზების (Awkward Postures) რისკები;
  • ზედმეტი გაწვდომისა (Reaching) და არასათანადო პოზიციიდან მუშაობის საფრთხეები;
  • პაციენტებისა და სხვა ტვირთების აწევასთან დაკავშირებული რისკები;
  • ხელის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული ერგონომიული საფრთხეები.

 

4. უსაფრთხოების პროგრამა და თანამშრომელთა ჩართულობა

  • ერგონომიული რისკების მართვაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროგრამის როლი;
  • ერგონომიკის მიმართულებით თანამშრომელთა სწავლებისა და ტრენინგის მოთხოვნები;
  • უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვა და გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება ჯანდაცვის დაწესებულებაში.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

✅ ექიმებისთვის;

✅ ექთნებისა და ექთნის დამხმარეებისთვის;

✅ სანიტრებისა და პაციენტების მოვლაში ჩართული სხვა პერსონალისთვის;

✅ პაციენტების გადაყვანასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის;

✅ ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის;

✅ ჯანდაცვის დაწესებულებების მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის;

✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლის საქმიანობაც მოიცავს პაციენტების აწევას, გადაადგილებას ან პოზიციის შეცვლას.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.