დახურულ სივრცეში მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი

დახურულ სივრცეში მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი

დახურულ სივრცეში მუშაობის სასერტიფიკატო ტრენინგი

ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებს გაუზიაროს აუცილებელი ცოდნა და უნარები, რაც მნიშვნელოვანია დახურულ სივრცეში უსაფრთხო შესვლისა და მუშაობისთვის.

ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფარგლებში განხილულია ძირითადი საფრთხეები, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის რეკომენდაციები და უსაფრთხო სამუშაო პროცესები, რათა შემცირდეს რისკები და დაცული იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.


პროგრამის კომპონენტები

1. შესავალი დახურულ სივრცეებში

  • განმარტებები და კლასიფიკაცია
  • სამუშაო ადგილების ტიპური მაგალითები

2. დახურული სივრცის საფრთხეები

  • გაჭედვა (Entrapment) და ჩათრევა/ჩაფლობა (Engulfment)
  • ატმოსფერული საფრთხეები (ჟანგბადის ნაკლებობა, ტოქსიკური აირები, აალებადი ორთქლი)

3. დახურული სივრცეები, რომლებიც საჭიროებენ ნებართვას

  • შესვლის ნებართვის სისტემა (Permit System)
  • შემსვლელების, მეთვალყურეებისა და ზედამხედველების როლები და პასუხისმგებლობები
  • რეაგირების დაგეგმვა

4. ატმოსფერული ტესტირება და კონტროლი

  • ჰაერის მონიტორინგის აღჭურვილობა
  • ვენტილაცია და საფრთხეების კონტროლის მეთოდები

5. მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის

  • სამაშველო და გადაუდებელი დახმარების სამსახურები
  • ინციდენტების პრევენცია და რეაგირება

ვისთვის არის ტრენინგი?

✅ დახურულ/შეზღუდულ სივრცეებში მომუშავე პერსონალი


ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 საათი (2 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორია და პრაქტიკა
📜 სერტიფიკატი: გაიცემა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ