დასუფთავებისა და სამეურნეო მომსახურების უსაფრთხოება
დასუფთავებისა და სამეურნეო მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები ყოველდღიურად ექვემდებარებიან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ერგონომიულ საფრთხეებს. საწმენდი ქიმიური საშუალებების არასწორმა გამოყენებამ, დაბინძურებულ მასალებთან კონტაქტმა და არასწორმა სამუშაო ტექნიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანება და კუნთ-სახსროვანი პრობლემები. შესაბამისად, საფრთხეების ეფექტური მართვა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვა აუცილებელია თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დასუფთავებისა და სამეურნეო მომსახურების უსაფრთხოება ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს საწმენდი ქიმიური საშუალებების უსაფრთხო შერჩევის, გამოყენებისა და შენახვის, დაბინძურებულ მასალებთან მუშაობისა და შესაბამისი აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების ძირითად პრინციპებს. პროგრამა ასევე მოიცავს ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების პრევენციასა და ერგონომიული რისკების მართვას.
პროგრამის კომპონენტები
1. პროფესიული საფრთხეები დასუფთავების სამუშაოებში
• დასუფთავების სამუშაოებში გამოყენებული საშიში ქიმიური ნივთიერებები;
• დასუფთავების სფეროში გავრცელებული ჯანმრთელობის საფრთხეები;
• ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკები;
• თანამშრომელთა უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები.
2. საწმენდი ქიმიური საშუალებების უსაფრთხო მართვა
• საწმენდი ქიმიური საშუალებების ძირითადი კატეგორიები და მათი დანიშნულება;
• საწმენდი საშუალებების უსაფრთხო შერჩევა, გამოყენება და შენახვა;
• ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების პრევენცია;
• დასუფთავების სამუშაოებში გამოყენებული აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება;
• დასუფთავების თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ტრენინგის ძირითადი მოთხოვნები.
3. დაბინძურებულ მასალებთან უსაფრთხო მუშაობა
• დაბინძურებულ მასალებთან, აღჭურვილობასა და სამუშაო ზედაპირებთან უსაფრთხო მუშაობა;
• დაბინძურებულ თეთრეულთან (Laundry) მუშაობის უსაფრთხო პრაქტიკები;
• ბიოლოგიური საფრთხეების ზემოქმედების პრევენცია;
• უსაფრთხო ჰიგიენური და სამუშაო პრაქტიკები.
4. ერგონომიკა და დაზიანებების პრევენცია
• ერგონომიული სამუშაო პრაქტიკები დასუფთავების პროცესში;
• კუნთ-სახსროვანი დაზიანებების ძირითადი რისკები;
• უსაფრთხო სამუშაო ტექნიკის გამოყენება;
• სამუშაო პროცესის ორგანიზება დაზიანებების რისკის შესამცირებლად.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ დასუფთავების თანამშრომლებისთვის;
✅ დამლაგებლებისა და სამეურნეო პერსონალისთვის;
✅ სასტუმროების, სკოლების, საავადმყოფოებისა და რესტორნების დასუფთავების პერსონალისთვის;
✅ საწარმოო ობიექტების დასუფთავების თანამშრომლებისთვის;
✅ დასუფთავების სამსახურის მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.