დანადგარების უსაფრთხოების დაცვა
„დანადგარების უსაფრთხოების დაცვა (Machine Guarding Safety)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის ძირითად პრინციპებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. კურსი ეფუძნება OSHA 1910 Subpart O – Machinery and Machine Guarding სტანდარტს და მოიცავს დანადგარების მოძრავი ნაწილებით გამოწვეული საფრთხეების, მექანიკური მოძრაობებისა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და პრევენციის ღონისძიებებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან დანადგარების დამცავი საფარებისა და მოწყობილობების სწორ გამოყენებას, უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკებსა და კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც ამცირებს ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რისკს სამუშაო ადგილზე.
ვისთვის არის განკუთვნილი
✅ წარმოების სექტორის თანამშრომლებისთვის
✅ ინდუსტრიული და ტექნიკური სფეროს პერსონალისთვის
✅ დანადგარების ოპერატორებისთვის
✅ ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო პერსონალისთვის
✅ ინჟინრებისა და ზედამხედველებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ ყველა იმ პირისთვის, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია დანადგარებთან მუშაობასთან
ტრენინგის თემები
- დანადგარებთან მუშაობისას არსებული ძირითადი საფრთხეები;
- დანადგარების მოძრავი ნაწილების ძირითადი მოძრაობები;
- დანადგარების ძირითადი მოქმედებები და მათთან დაკავშირებული რისკები;
- დამცავი საფარების (Machine Guards) მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენება დანადგარებთან მუშაობისას;
- დამცავი საფარების კლასიფიკაცია და ძირითადი ტიპები;
- დანადგარების დამცავი მოწყობილობები და მათი დანიშნულება;
- დანადგარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უსაფრთხო განლაგებისა და დისტანციის პრინციპით;
- მასალის უსაფრთხო მიწოდებისა და ჩატვირთვის (Feeding and Injection Methods) მეთოდები;
- რობოტული სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები;
- დამატებითი დამცავი საშუალებები და რისკების შემცირების ღონისძიებები.
⏱ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ.