დამტვირთველის (Forklift) უსაფრთხოების პროგრამის მართვა
ტრენინგი „დამტვირთველის (Forklift) უსაფრთხოების პროგრამის მართვა“ მოიცავს საწარმოში დამტვირთველების უსაფრთხო გამოყენების, მართვისა და ტექნიკური მომსახურების ძირითად პრინციპებს.
კურსი განიხილავს დამტვირთველების კლასებსა და აღნიშვნებს, ოპერატორების კვალიფიკაციისა და სწავლების მოთხოვნებს, ტვირთის უსაფრთხო აღების, გადაადგილებისა და ჩამოტვირთვის წესებს, დამტვირთველის მდგრადობისა და ტვირთის ცენტრის ცნებებს, ასევე Gas/LPG და ელექტრო დამტვირთველების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მოვლის პრაქტიკებს.
პროგრამის კომპონენტები
1. დამტვირთველების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები
- დამტვირთველების კლასები და აღნიშვნები;
- დამტვირთველის ოპერატორის კვალიფიკაციისა და სწავლების მოთხოვნები;
- დამტვირთველის „სტაბილურობის სამკუთხედი“ (Stability Triangle);
- სიმძიმის ცენტრი (Center of Gravity) და მომენტი (Moment);
- დამტვირთველის უსაფრთხო მართვისა და გადაადგილების ძირითადი წესები.
2. ტვირთის მართვა და უსაფრთხო ოპერირება
- ტვირთის უსაფრთხო აღების, გადაადგილებისა და ჩამოტვირთვის პრაქტიკა;
- არათანაბარ ზედაპირებზე გადაადგილების უსაფრთხო პრაქტიკა;
- სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება და უსაფრთხო მარშრუტების განსაზღვრა;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება (Housekeeping);
- დამტვირთველების გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი საფრთხეების იდენტიფიცირება და კონტროლი.
3. ტექნიკური მომსახურება და ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული უსაფრთხოება
- დამტვირთველების ტექნიკური მომსახურების ძირითადი მოთხოვნები;
- ტექნიკური მომსახურების შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
- Gas/LPG დამტვირთველების ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკები;
- ელექტრო დამტვირთველების ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
- დამტვირთველების უსაფრთხო გამოყენება დახურულ სივრცეებსა და სამშენებლო ობიექტებზე.
4. უსაფრთხოების პროგრამის მართვა და პასუხისმგებლობები
- დამტვირთველების უსაფრთხო ექსპლუატაციის პროგრამის ძირითადი ელემენტები;
- ოპერატორების სწავლებისა და კვალიფიკაციის პროცესის ორგანიზება;
- დამტვირთველების უსაფრთხო გამოყენების კონტროლი და ზედამხედველობა;
- ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
- სამუშაო ადგილზე დამტვირთველებთან დაკავშირებული რისკების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები.
ვისთვის არის ტრენინგი?
ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ დამტვირთველების უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების, ოპერატორების სწავლებისა და უსაფრთხოების პროგრამის მართვის პროცესში, მათ შორის:
✅ დამტვირთველების ოპერატორებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერებისა და ზედამხედველებისთვის;
✅ საწარმოო და სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელებისთვის;
✅ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დამტვირთველების უსაფრთხო ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;
✅ დამტვირთველის ოპერატორების სწავლებისა და კვალიფიკაციის პროცესში ჩართული პირებისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.