ავტოპარკის უსაფრთხოების მართვა

ავტოპარკის უსაფრთხოების მართვა

ავტოპარკის უსაფრთხოების მართვა

ტრენინგი „ავტოპარკის უსაფრთხოების მართვა (Fleet Safety Management)“ მონაწილეებს აცნობს ორგანიზაციის ავტოპარკის უსაფრთხოდ მართვისა და ეფექტური Fleet Safety Program-ის შემუშავების, განხორციელებისა და შენარჩუნების ძირითად პრინციპებს.

კურსი მოიცავს ავტოპარკის უსაფრთხოების პროგრამის მიზნებსა და კომპონენტებს, დამსაქმებლის, ხელმძღვანელებისა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პასუხისმგებლობებს, მძღოლების შერჩევისა და ტრენინგის საკითხებს, სატრანსპორტო შემთხვევების მოკვლევისა და დოკუმენტირების პროცესს, ასევე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და ინსპექტირების მოთხოვნებს.


პროგრამის კომპონენტები

1. ავტოპარკის უსაფრთხოების პროგრამა და პასუხისმგებლობები

  • ავტოპარკის უსაფრთხოების პროგრამის (Fleet Safety Program) მიზანი და მისია;
  • Fleet Safety Program-ის ძირითადი კომპონენტები;
  • ავტოპარკის უსაფრთხოების მართვის ძირითადი პრინციპები;
  • დამსაქმებლის პასუხისმგებლობები;
  • ზედამხედველებისა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობები;
  • სატრანსპორტო საშუალების ოპერატორის/მძღოლის პასუხისმგებლობები;
  • უსაფრთხო მართვისა და მძღოლის პასუხისმგებლობის პრინციპები.

 

2. მძღოლების შერჩევა, ტრენინგი და შეფასება

  • სასწავლო მიზნების ABCS მოდელი;
  • ეფექტური სასწავლო მიზნების შემუშავება;
  • სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორების შერჩევის კრიტერიუმები;
  • მძღოლის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასება;
  • მძღოლების ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა;
  • მენეჯმენტისა და ოპერატორების ტრენინგის შეფასება;
  • ტრენინგის ეფექტურობის შეფასების მეთოდები.

 

3. სატრანსპორტო შემთხვევების მოკვლევა და დოკუმენტირება

  • სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის პროცესი;
  • სატრანსპორტო შემთხვევების მოკვლევისას საჭირო დოკუმენტაცია;
  • შემთხვევების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;
  • სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული რისკების შეფასება;
  • შემთხვევების განმეორების პრევენციის ღონისძიებების განსაზღვრა.

 

4. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური უსაფრთხოება და რისკების მართვა

  • სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები;
  • სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირება;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ავტოპარკთან დაკავშირებული რისკების შემცირება;
  • სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • ავტოპარკის უსაფრთხოების პროგრამის მუდმივი გაუმჯობესება.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციების იმ თანამშრომლებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ავტოპარკის მართვაში, სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაში, მათ შორის:

✅ ავტოპარკის მენეჯერებისთვის;

✅ ტრანსპორტის/ლოგისტიკის მენეჯერებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;

✅ HSE/EHS მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის;

✅ ხელმძღვანელებისა და ზედამხედველებისთვის;

✅ სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორებისა და მძღოლებისთვის;

✅ მძღოლების ზედამხედველებისთვის;

✅ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის კოორდინატორებისთვის;

✅ ავტოპარკის უსაფრთხოების პროგრამის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.