მიუკერძოებლობის განცხადება
მიუკერძოებლობის განცხადება
შპს „კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთის“ პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო აცნობიერებს მიუკერძოებლობის მნიშვნელობას სერტიფიკაციის საქმიანობაში და უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესის ობიექტურობას, დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას.
სერტიფიკაციის ორგანო სისტემურად მართავს ინტერესთა კონფლიქტს და არ უშვებს კომერციული, ფინანსური, ადმინისტრაციული, პირადი ან სხვა სახის ზეგავლენას სერტიფიკაციის გადაწყვეტილებებზე.
სერტიფიკაციის ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებებისა და სერტიფიკაციის სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.