შრომის უსაფრთხოების 6 ტრენდი 2025 წლისთვის

შრომის უსაფრთხოების 6 ტრენდი 2025 წლისთვის

შრომის უსაფრთხოების 6 ტრენდი 2025 წლისთვის

  • 2024-12-24 16:30

2025 წელი ახლოვდება შესაბამისად ცვლილებები მოლოდინიც იზრდება. კოსის სტატიაში  მოცემულია 2025 წლის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის  მთავარი ტენდენციები, ამ დროისთვის გამოკვეთილია 6 მოსალოდნელი ტრენდი.

 

1. ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობა - მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური უსაფრთხოება ჯერ კიდევ მაღალია ბიზნესის პრიორიტეტების სიაში, არსებობს უსაფრთხოების სრულიად სხვა სფერო, რომელსაც გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა. 2024 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად დასაქმებულთა 48% აფასებს დამსაქმებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირებას.

 

2. უსაფრთხოება სამუშაო ადგილის მიღმა - სამუშაო ადგილის უსაფრთხოება 2025 წელს არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილზე მყოფი თანამშრომლების დაცვით. 2025 წელს მნიშვნელოვანია ბიზნესმა იზრუნოს დისტანციურად მომუშავე დასაქმებულებისთვის.

 

3. მზაობა ექსტრემალური ამინდის დროს -  სტიქიური უბედურებები, 2025 წლის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ამინდის მზადყოფნაზე მზარდი აქცენტი ნაკლებია ორგანიზაციებში, თუმცა აუცილებელი.  შესაბამისად უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფილიყო სტიქიური უბედურებების დროს დასაქმებულების უსაფრთხო მუშაობას.

 

4. აქცენტი მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიაზე - ეს კომპონენტი სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მზარდი ტენდენციაა. შესაბამისად 2025 წელს უსაფრთხოების სპეციალისტები ამ საკითხს  სერიოზულად უნდა მოეკიდონ. მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის ნაკლებობამ  შეიძლება გამოიწვიოს ნდობის, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების და მოტივაცია პრობლემები.

 

5. კომპანიაში  უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება - მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ლიდერებმა იზრუნონ უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ორგანიზაციაში და თითოეული თანამშრომელი ჩართონ მის განვითარებაში.

 

6. ხელოვნური ინტელექტი - ხელოვნური ინტელექტი - ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით 2024 წელი განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. AI-ს განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენ უკვე ვხედავთ გენერაციული ალგორითმის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს, ფერწერული ნახატის შექმნით დაწყებული და სათავგადასავლო რომანის შეთხზვით დასრულებული, ექსპერტების შეფასებით, შრომის უსაფრთხოების სექტორში ხელოვნური ინტელექტი ისეთივე რევოლუციური და ყოვლისმომცველი ინოვაცია იქნება 2025 წელს, როგორიც ინტერნეტი იყო.  

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.