სიცხეში უსაფრთხოდ მუშაობა

სიცხეში უსაფრთხოდ მუშაობა

სიცხეში უსაფრთხოდ მუშაობა

  • 2022-07-06 10:32

აკლიმატიზაციის გეგმა

 

აკლიმატიზაცია არის სასარგებლო ფიზიოლოგიური ადაპტაციების შედეგი (მაგ. ოფლიანობის მომატება და ცირკულაციის სტაბილიზაცია), რომელიც ხდება ცხელი გარემოზე თანდათანობითი გაზრდის შემდეგ.

1.თანდათან გაზარდეთ ცხელ გარემოში გატარებული დრო 7-14 დღის განმავლობაში

2. ახალი დასაქმებულებისთვის გრაფიკი უნდა იყოს პირველ დღეს არაუმეტეს 20% ტემპერატურის ზემოქმედებისაგან და ყოველ დამატებით დღეს ზემოქმედება უნდა გაიზარდოს არაუმეტეს 20% -ისა

3. ახალი მუშაკებისთვის, რომელთაც ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება, აკლიმატიზაციის გრაფიკი უნდა იყოს არა უმეტეს:

  • დღე 1 - 50% ზემოქმედებით
  • დღე 2 - 60% ზემოქმედებით
  • დღე 3 - 80% ზემოქმედებით
  • დღე 4 - 100% ზემოქმედებით

 

მანამ სანამ იგრძნობთ წყურვილის გრძნობას მიიღეთ:

 

დასაქმებული რომელიც იწონის 60-80 კგ მდე დღეში უნდა მიიღოს 2- 2.25 ლიტრი წყალი დღეში, ყოველ 20-30 წუთში ერთხელ

დასაქმებული რომელიც იწონის 80-100 კგ მდე უნდა მიიღოს 3 ლიტრამდე წყალი დღეში, ყოველ 20-30 წუთში ერთხელ

 

დავეხმაროთ ერთმანეთს

 

თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და შეატყობინეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს;

თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში,ხელებში ან მუცელზე),საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს (ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) ან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს;

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს;

თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე;

მიმართეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, თუ დასაქმებულს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები;

თუ შემჩნევთ, რომ რომელიმე დასაქმებული,ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა (112) სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას და დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, მოხსენით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (არსებობის შემთხვევაში) გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ წყლით. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

შექმენით ისეთი სამუშაო გრაფიკი რომ შეძლებისდაგვარად ხშირად დაასვენოთ დასაქმებულები, შესვენება მაქსიმალურად გამოიყენეთ დაჩრდილულ ან კონდიცირებულ ადგილებში. სადაც არსებობს წყლის მარაგი. აუცილებელია შესაბამისი ტანსაცმლის საჭიროება კერძოდ: ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს ღია ფერის და უნდა იყოს ისეთი მასალის რომ თავისუფლად შეეძლოს ჰაერის გამტარობა. ბამბის ტანსაცმელი შეიძლება გაჟღენთილი იყოს წყალში გაგრილების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ დამცავი ტანსაცმელი ან პირადი დამცავი საშუალებები შეიძლება გაზარდოს სითბოს სტრესის რისკი.

 


 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.